ესეიგი, მარნეულის გადასახვევიდან (წრიულიდან) ორთაჭალის მიმართულებით მოძრაობის სრული კოლაფსია. რუსთავიდან მოვდივარ და თითქმის მთელი გზა განივზე რუსთავიდან მიმავალ მანქანებს აქვთ შევსებული. წარმომიდგენია რა ხდება ორთაჭალის მხრიდან მომავალ გზაზე.
გაითვალისწინეთ
* * *
. სოკარიდან გალფამდე ასვლას 25 წუთი მოუნდა და გავჩერდით. გადმოვედი და უკან რუსთავში წავალ. მაგრამ საქმე იმაშია რომ თბილისიდან მანქანა ვერ გამოდის

სურათებს საღამოს ავტვირთავ.
* * *
დავიწყებ იმით, რომ რაც ავტობანის მშენებლობა დაიწყეს, თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე მანქანით გადაადგილებაზე დროებით ვთქვი უარი, შესაბამისად ვმგზავრობ მიკროავტობუსით.რა თქმა უნდა მძღოლს კონდიციონერი არ ქონდა ჩართული და მგზავრები ღია ფანჯრებიდან შემოსული ჰაერის ნაკადით "ვგრილდებოდით".
როგორც კი მარნეულისკენ ასახვევ წრიულს მივუახლოვდით, მოვხვდით ძალიან დიდ საცობში. სურათების ნახვით თვითონ დარწმუნდებით.
სოკარიდან გალფამდე ასვლას მიკროავტობუსი მოუნდა თითქმის 25 წუთი. მობილურს დავხედე და ამინდის გაჯეტი 37 გრადუს ცელსიუსს მიჩვენებდა. მანქანები პრაქტიკულად იდგნენ. დავრწმუნდი რა, თბილისში შეხვედრას ყველა შემთხვევაში გავაცდენდი, გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი. გადავედი მეორე მხარეს და დავიწყე რუსთავის მიკროავტობუსის ლოდინი, მაგრამ... შემხვედრი მანქანის ჭაჭანი არაა.
რუსთავიდან მომავალ მანქანებს განივად მთელი გზა დაკავებული ჰქონდათ

ეს სხვა კუთხიდან

აქ დაინახავთ ქართულ ხასიათს

ამ ორ მანქანას ცოტა დააკლდა რომ ერთმანეთთან "ეზასავათ".
P.S. გგონიათ ეს მუქი ოპელი თბილისიდან მომავალია?

ნურას უკაცრავად, უკან მობრუნებული მანქანაა.
This post has been edited by vaxushtii on 23 Jun 2015, 16:32