თუ გახსოვთ, მეტროს თემაში ვდებდი სადგურის მოედნის და წერეთლის, ტრიდეში გაკეთებულ გვირაბებს.
რაღაც ჩახლართულია და თვალსაჩინოებისთვის ვაკეთებდი, მაგრამ საბოლოოდ მეც ჩახლართული გამომივიდა და წავშალე ის ფაილი.
თუ გახსოვთ, მერე ერთი ტრიდე-რედაქტორის Game Engine-ში, რუსთაველისა და რუსთაველი2-ის სადგურებში საბოდიალოს ვაკეთებდი, მაგრამ რაღაც პრობლემა შემექმნა (შეიძლება ბაგი იყო) რომელიც ვერეფრით ვერ მოვაგვარე და ავდექი და ის ფაილიც წავშალე

მერე გადავწყვიტე თავიდან გამეკეთებინა, ოღონდ, არარეალისტური, შეკვეცილი ვარიანტი (სამის მაგივრად, ორი ესკალატორი, მოკლე სადგურები, ერთ- ან ორვაგონიანი შემადგენლობა და ა.შ)

როცა დავამთავრებ, სადმე ავტვირთავ, ბმულს დავაგდებ და თუ ვინმე მსურველი იქნებით ისეირნოთ ფსევდოთბილისის ფსევდომეტროში, გადმოიწერთ რა.
ხო, რამე სერიოზული არ გეგონოთ. Only maimunoba.
იხილეთ წინასწარი ბალვანკები, ტექსტურებისა და განათების გარეშე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თითქოს ეს დამემთავრებინოს, ახალი რამ წამოვიწყე - რკინიგზის ცენტრალური სადგურის ჩემეული ხედვა

ხოდა ერთი წინადადება მაქვს, just for fun, რკინიგზისა და მეტროს ტრფიალებს, ვინმეს თუ გაქვთ თქვენი იდეა, როგორ ცენტრალურ სადგურს გაჩითავდით, დახაზეთ/დახატეთ, მე კი ტრიდეში გავაკეთებ (ან საბოდიალოს ან მარტო რენდერებს ან ორივეს). იგივე ეხება არაშენებულ მეტროსადგურებს. მაგალითად, სადგური "ვაკე" როგორი წარმოგიდგენიათ

მე არ მეზარება. პირიქით, მეხალისება. უბრალოდ, დრო არა მაქვს

მაგრამ მაინც...
This post has been edited by Rapanui on 19 Jan 2018, 17:40