მოკლედ ჩემი აზრი ვიზ ეირის შესახებ.
ვიზ ეირით მგზავრობას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თანხაში არის დიდი სხვაობა. გარდა ამისა დაუმატე გზა ქუთაისის აეროპორტამდე (2X20 ლარი). ბუდაპეშტამდე უფასოდ შეგიძლია წაიღო მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგი. დიდი ზომის ხელბარგი უკვე ფასიანია: რეგისტრაციისას 10 ევრო, ონლაინ-12 ევრო აეროპორტში- მგონი ან 40ან 45 ევრო. ჩასაბარებელი ბარგი ესედაც ფასიანია. ასე რო წინასწარ განსაზღვრაა საჭირო. აეროპორტში მგონი 70 ევრო ღირს. 20-30 მდე რეგისტრაციისას. ჩვენ 3 კაცი ერთი ჩასაბარებელი ჩანთა წავიღეთ. ქუთაისში არ ვიცი, მარა ბუდაპშტში ძაან მკაცრი კონტროლი, გარდა იმისა რო ჩანთას ათავსებ ზომის შესამოწმებლად იქვე სტენდზე, კიდევ ვიზის თანამშრომელი სახაზავით დარბის და ვინც არ მოეწონება სახაზავით ზომავს.
რაც შეეხება თვითმფრინავს , ადამიანს 180 სმ + გაუჭირდება. სკამები უკან არ იწეოდა. საზურგე იყო სწორი. ამასთან შედარებით ყვეთელი მაშრუტკის სავარძელი უფრო კომფორტულია

.
ნუ მოკლედ იღებ იმას რასაც იხდი. თუ კარგად არ გათვალე შეიძლება ის ფასი დაგიჯდეს რაც თბილისდან პეგასუსით გაფრენილიყავი. არ შეცდეთ და ვიზ ეირის ტრანსფერი აიღეთ იმ შემთხვევაში თუ მისი ბოლო გაჩერების ადგილი არის თქვენ სასტუმროსთან ახლოს. ყველაზე ნაღდი კი E200 ავტობუსია. ბილეთს იყიდი იქვე აეროპორტშიგაჩერებაზე ავტომატიდან
პეგასუსზე არაფერს ახალს ვერ ვიტყვი.
100 ევრომდე სხვაობაზე დავფიქრდებოდი ვიზით ვისარგებლებ, თუ თბილისიდან გავფრინდე გადაჯდომით.
ცალკე მინდა აღვნიშნო "ჯორჯიან ბასი". სუფთა კანტორაა. ტელეფონზე გპასუხობენ ადგილზე მოდით და ადგიელბი თუ იქნებაო. ესაა თბილისიდან წასვლაზე საუბარი. შესაბამისად წავედით ოკრიბადან ქუთაისის მაშრტუკით და შემდეგ იგივე მაშრუტკამ 3 კაცი 15 ლარად ჩაგვიყვანა აეროპორტამდე. სხვათაშორის უფრო კომფორტული იყო, ვიდრე ჯორჯიან ბასის მაშრუტკა უკანა გზაზე. 10 საათზე გადის დიდუბის ძველი ავტოსადგურიდან. მინივენებს მანდ 20 ლარად კაცზე უპრობლემოდ იშოვი.
უკანა გზაზე ჯორჯიან ბასის მომსახურეობით ვისარგებლეთ. აეროპორტში ვერ გაიგენ კომპანიის წარმომადგენელი დგას, თუ დიდუბის მეტრო ქვედა გამოსასვლელიდან გამოდიხარ. მაშრუტკები თავისი არ ჰყავთ, ნაქირავები. და მძღოლები მგზავრებზე ნადირობენ ფაქტიურად. მიკროავტობუსები სხვადასხვა სპრინტერებია, ზოგი ძველი, ზოგიკონდიციონერით, ზოგი არა. სავარძლები რა თქმა უნდა 6 რიგად, აბა სხვანაირად საქართველოში არ გამოდის. ბარგი როდესაც არ დაეტია საბარგულში, დალაგდა სალონში. მთელი გროვა. მძღოლი რა თქმა უნდა ეწევა და მუსიკაც ჩართო. მარა ერთი შეღრინება და მუსიკა გამოირთო საღორიეს მიდამოებში. თუ ცოტა ადამიანია შეიძLება მინივენში ჩაგსვან და იდეაში იღებ იგივე ფასად უკეთეს ხარისხს. მოკლედ ამათ არავითარ კონფორტზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
P.S. პეგასუსი არ ნიშნავს იაფს, შეიძლება იგივე ფასში იშოვოთ თურქიშის ბილეთი საბიჰას გავლით, ან მაგალითად ლოტ-ის ბილეთი ვარშავის გავლით