რომში და ვენეციაში ვოიჟის შემდეგ, მინდა ვთქვა რო ყველაფერი არც ისე ცუდად გვაქვს, როგორც ჩვენ ხოლმე წარმოვიდგენთ, და ზოგ საკითხებშიც უკეტესობა გვაქვს ვიდრე ევროპის ქვეყნებში
აი ზუსტად რომში უნდა იკითხონ სად იფლანგება ამდენი ფული.
იფიქრებ ევროპული დედაქალაქია და თბილისი ბევრი რამით წინაა. ჩემი აზრით 8 წლის წინანდელთან ზოგადი სიტუაცია რომში გაუარესდა:
ავტობუსები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჰყავთ, თანაც დიდად არ განახლებულა. ტრამვაიც საკმაოდ ცუდ დღეშია.
თუ გგონიათ ბიემსი ცუდი ავტობუსია, მე მგონი რო მაგაზე უარესი არის ბრედა მენარინი-ს ავტობუსები. სხვათაშორის ბიემსი-ს ავტობუსიც, ოღონდ დიზელის შემხვდა
მეტროში ბევრ სადგურზე ჩამსვლელი ექსკალატორები არ მუშაობს.
გზები ჩვენ თბილისში უკეთესი თუ არ გვქონდეს ქალაქის მასშტაბით, რომის ზოგ ქვაფენილიან გზასთან შედარებით ვარაზისხევი გერმანული ავტობანია
დასუფთავებაში ხო საერთოდ შეგვიძლია ფორა მივცეთ. ვინმე იტალიელმა მითხრას , რომ ვაგზლის მიმდებარედ ჩვენთან სიბინძურეა

თვით ვატიკანის მიმდებარედ უსახლკაროების მთელი არმია ათენებს
გამწვანების და მით უმეტეს სკვერების მხრივ, აქაც თბილისი ძალიან დიდ ფორას მისცემს.
მტკვარიც კი რო უფრო სუფთა მოგეჩვენება..
მოკლედ თბილისი საცხოვრებლად უფრო კომფორტული ქალაქია
აი ვენეციაში ცვლილებები ჩანს მაინც. უფრო მოვლილია, როგორც კუნძულოვანი ნაწილი, მაგალითად ლიდო დე ვენეზიაზე სოლარისის ელექტროავტობუსები დადიან
ზოგადად ევროკავშირში იტალიელებზე უფრო პოხუისტები მგონი მხოლოდ ბერძნები არიან