ჩემი ფავორიტი სახელწოდების გზის რეაბილიტაციას აპირებენ.
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=358238&lang=geშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-102) ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტომობილო გზის კმ1-კმ12+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები
* * *
მცირე რეპორტაჟი ჩემი აჭარული მოგზაურობის
1) ზარზმა-გოდერძი არა უშავს. ბოლო 3-4 კმ-ა დანგრეული უფრო. მაგრამ შარშან უარესი იყო თითქოს
2) მწვანე ტბის გზა ჯიგრული ბეტონია. ბეშუმისკენ ასფალტი
3) გოდერძი-ჩირუხი. ესაა ახალი მარშუტ რომელსაც აპიარებენ ჩირუხის ტურისტული განვითარების ფარგლებში. ულამაზესი გზაა, მაგრამ ცხადია არა სედნებისთვის.
ა) გოდერძიდან თეთროფის (არ ვიცი ზუსტი სახელი) იაილებამდე გზას არა უშავს.
ბ) მერე იდეაში უნდა ჩახვიდე სოფელ თხილვანაში. მაგრამ ასე აცდები შუამთის ტბებს და თხილვანას იაილას ეს მონაკვეთი უარესია მაგრამ ნებისმიერი ნორმალური ჯიპით გავლადია. გზა თუ გააგრძელეთ მალე სასაზღვრო ზინაში მოხვდებით, თუმცა საშვებს არ ითხოვენ და მალე ჩადიხართ ხიხანის სასაზღვრო პუნქტთან. აქედან ციხეზე ასსასველლი გზა შედის. ცოტა მანქანა მიდის მაგრამ მდინარემ წაიღო ძველი გაკეთებული გზა და 1.5 კმ ფეხით . ბოლოს აღმართი იწყება და ა.შ, ის გზა კი ეშვება დაბლა სოფელ თხილვანაში.
გ) ხიხაძირი-თხილვანა-ბაკიბაკო ასფალტია ერთი პატარა მონაკვეთის გამოტოვებით. ბაკოში შიგნით ბეტონი ადის. სხალთა-ხიხაზირი არ ვიცი როგორი გზაა. სავარაუდოდ გრუნტის.
დ) ბაკიბაკო-ყარაგოლის ტბები. ნორმალური გრუნტის გზაა.
ე) ყარაგოლის ტბები-ჩირუხი. აქ ორი გზაა. ერთი საზღვარს მიუყვება და არააო რეკომენდირებული მაგით გავლა. ისეთივე დონის გრუნტის გზაა. მეორე ოფიციალური გზა (მაჩვენებელიც აქეთ გვიშვებს. მარჯვნიდან მიდის და მთას წრეს არტყამს. ულამაზესი ხედებია, გზა საკმაოდ ცუდი და ვიწროა. 1 თვის წინ მეწყერით იყო ჩაკეტილი. ამჟამად გავლადია
4) ჩირუხი-შუბანი ჩვეულებრივი დანგრეული გრუნტის გზაა
5) შუბანიდან რაღაც მონაკვეთი შუახევამდე ასფალტია. მერე გავდივართ შ77-ზე რომელიც გადასახვევიდან ზევით ბეტონია, ქვედა ნაწილს აკეთებენ, ნაწილი ბოლო 5-10 კმ შუახევამდე სისინა ასფალტია მაგრამ ძალიან სახიფათო და ვიწრო გზაა. მაგარი ადრენალინებით

6) შუახევი ქედა თავიდან ცოტა ორმოებია, ისეთ არაფერი
7) ქედა-მერისი თაზა ასფალტი. ჩანჩქერამდეც გარგი გრუნტის გზაა
ავედით ისევ შუახევში.
8) შუახევი-ხულო დალატკული ასფალტია
9) სხალთაში ახალი ასფალტი დააკეს აი მგონი გუშინ.
ლ) ხულოს მერე გრუნტის გზაა, კაი ხარისხის. ალაგ ალაგ "გამოწვევებით"

10) ჰესიდან ღორჯომისკენ 20 კმ ასფალტის საკაიფო გზაა. ღორჯომიდან ზევით ბახმაროსკენ კიდე 5 კმ დაგებული ბანძი ბეტონია, თავიდან აბანძებ, რომ დამთავრდება მერე ეგრევე ნოსტალგია გეწყება

ალაგ ალაგ ძალიან ცუდი გზაა. განსაკუთრებით ზოტიყელი-ბახმარო მონაკვეთია საშინელ დღეში.
11) ბახმარო-ხიდისთავი კარგი ასფალტია. ხიდისთავი-ჩოხატაური ახალი დაგებული
12) ჩოხატაური-საჯავახო კი გეცოდინებათ კარგი გზაა.
This post has been edited by ნიკა on 31 Aug 2020, 16:14