გუშინდელი ტური მქონდა ასეთი:
1) თბილისი-ქარელი, აქ ახალს ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა რომ ავტობანზე ქარელის გზაგამტარზე მაგარი ჩახლართული წრეა

2) ქარელი ძამას ხეობა. თავიდან კარგი ასფალტია. მერე 1-2 კმ გრუნტის მოხრეშილი გზა. და მერე იწყება თავდავიწყება. ბოლოს შარშან ივნისში ვიყავი და ეგეთი საშინელება არ იყო მაშინ
3) ტყემლოვანა-წუნიბანი. სოფელ ტყემლოვანადან ავუხვიეთ მარჯვნივ შუანოს მონასტრისკენ. აქ საკაიფო გრუნტის გზაა. მგონი ბევრად უკეთესი ვიდრე მახსოვდა. შუანოდან წინუბანამდე სანამ ქედზე მიდიხარ ისევ კაი გზაა. დაღმართში ცოდა ჩახრამულია.
4) წინუბანი-ტაბაწყური. წინუბანიდან გავედით სოფელ ღინტურში. გუჯარეთის ხეობის გზა სტანდარტულად დანგრეულია თუმცა ერთ-ერთ ეზოში მრგვალფარებიანი მერსედესი იდგა

. ღინტურიდან ტაბაწყურისკენ ძველი საჭაპანე გზა გადადის, ან შეიძლება რუსების მიერ გაყვანილი სამხედრო გზაა. ფაქტია რომ ნაკადულებზე ბეტონის წყალგამტარები იყო ოდესღაც, ხოლო ბოლო აღმართები საკმაოდ გასწორებული იყო 180-იანი მოსახვევებით. ნუ ამჟამად გზა არც ისე კარგ დღეშია თუმცა მშრალზე გავლადია ცოტა მომზადებული ჯიპით. 180-იანებს მოკლე გზებით უვლი. ტაბაწყურის მხარეს დაღმართი ფაქტიურად არაა. უღელტხეხილი არის ცხრაწყაროზე ბევრად დაბალი, 2130 მეტრი დაახლოებით. ტაბაწყურის სარკე კი ტოპორუკის მიხედვით კი 1989.7 მეტრზეა. ტაბაწყურამდე მიდიხარ მდელო-მდელო.
5) ტაბაწყური წალკა. უღელტეხილის აქეთა მხარეს არაუშავს. კარი გრუნტის გზაა. წალკისკენ დაღმართი ე.წ. ზუბადრაბილკაა. ქვიანი გზაა ასე 5 კმ მაინც (შეიძლება მეტი). ორიგინალი გზა მიგდებულია და ეს ასფალტის სისინა გზა კი მართლა უნიკალურია. ნარდევანი-წალკა ისევ ისეთ საშინელ დღეშია. წელს ხელიც არ დაუდიათ. მომავალ ზამთარში კიდევ დაემატება ყინვების დროს ორმოები და ...

6) წალკა-მანგლისი. წალკა ალგეთზე "ორმოული შეკეთება" ჩაატარეს და ასფალტია, ცოტა წაუაშტრომბანებს (მთლას სწრი არაა ეგ ასფალტის ლატკები). ალგეთი მანგლისზე ალაგ-ალაგ ორმოებია, მაგრამ რაც მთავარია ის "გრენლანდია" ხიდი ბოლოში მორჩნენ და ზედ ასფალტია. სამუშაოები გრძელდება ჯებირები და ა.შ. კიდევ დასაყენებელია. ნუ მანგლისი კოჯორი არაფერი ახალი, ისევ ისე ალაგ-ალაგ ორმოებია რომლებსაც არავინ უყურებს.