გუშინ წრეზე მოავიარე სამცხე ჯავახეთი, მოკლედ :
1. წალკამდე, გზა კარგია, მაგლისის გადასახვევთან წალკის მიმართულებით ალაგ ალაგ ორმოული შეკეთება მიდის.
2. ტბეთიდან აიაზმას ბოლომდე მიდის გზის სამუშაოები, როგორც ჩანს კაპიტალურად აკეთებენ, რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობა შეიმჩნეოდა
3. ნინოწმინდამდე ნორმალური გზა არის. ფოკაში და საღამოში ის სასტიკი მწოლიარე პოლიციელები დიდი ხანია აიღეს უკვე?
4. ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი მიდის საგზაო სამუშაოები. რაც ვნახე , ჟდანოვაკანმდე მუშაობა მიდის, ჯერ ჯერობით მიწის სამუშაოები. კაპიტალურად აკეთებენ- საკმაოდ კარგ ბალასტს აკეთებენ
5. ნინოწმინდა როგორც კი მთავრდება, იწყება საზიზღრობა ასპინძის რაიონამდე. ახალქალაქში 90-იანები მეგონა თავი, აქამდეც დიდად არ განსხვავდებოდა , მაგრამ ეხლა

6. ფარავნის ჰიდროელექტრო სადგურიდან დამეწყრილ მონაკვეთამდე, ასპინაძა-ახალციხის მონაკვეთზე კარგი გზაა, შემდეგ ძალიან ცუდი ორმოებია, შეიძლება ზოგში მანქანა დატოვო. ახალციხიდან მიდის ასფალტის დადება.
7. დაახლოებით ზიკილიიდან აწყურამდე მიდის ფრაგმენტული შეკეთება, დიდი არაფერია, ამოჭრილია დიდი ნაჭრები
ასპინძის შემდეგ და თბილისის მიმართულებით იზრდება დებილი მძღოლების რაოდენობა
წალკის რაიონის დასაწყისიდან აიზმამდე დაყენებულია სექციური რადარები, 5-7 ცალი, ნინოწმინდაში აყენია, ასევე ახალქალაქში. როგორც ჩანს არც ერთი ჯერ არ მუშაობს
mike dმადლობა, თუ მასეა ვცდი წელს, ეხლა მთლად სედანიც არ არის ჩემი, უკან რესორები აქვს და ცუდი გზების პაკეტიც
This post has been edited by vatman on 23 Jun 2019, 09:37
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги