ნიკახო, ეგეც მქონდა მხედველობაში, ანუ ორივე მხრიდან შემოსაზღვრულია.
http://commersant.ge/?m=5&news_id=31181&cat_id=11თბილისის ეკოსისტემის დაბინძურების გამომწვევი ერთ-რთი გარემოებას როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურად შექმნილი გამწვანებული ზონების სიმცირე წარმოადგენს.
ქალაქში, სადაც ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, სავალდებულო გამწვანებული ტერიტორია ერთ მოსახლეზე 15 მ2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, თბილისის შემთხვევაში კი, აღნიშნული მაჩვენებელი 13.0 მ2-ს არ აღემატება.
ვაკის პარკის გარდა, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მთაწმინდის, ლისის ტბის და თბილისის ზღვის პარკები საცხოვრებელი უბნებიდან საკმაოდ შორსაა. ამიტომ, მათი ზემოქმედება გარემოზე ძალიან მცირეა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დღესდღეობით თბილისში ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელი ტრანსპორტის გამონაბოლქვია – მის შემცველობაში არსებული 200-ზე მეტი სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება ორგანიზმისათვის ძალიან საშიშ ქიმიურ გარემოს ქმნის და ისეთ დაავადებებს იწვევს,როგორებიცაა ასთმა, პლევრიტი, ფილტვის სიმსივნე, სტრესი და ფსიქიური აშლილობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილების უმეტესობა მოძველებული და გაუმართავია, ავტოტრანსპორტიდან გაფრქვევების რაოდენობა გაორმაგებული ინტენსივობით უნდა წარმოვიდგინოთ.
ცნობისთვის: 2014 წლიდან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის შედეგებიც დიდ ბრიტანეთში იგზავნება და ჰაერის მდგომარეობის შესახებ დასკვნა იწერება.
Kobaltyხო, თბილისში ჩრდილო-დასავლეთი ქარია. მაქედან მოდის და ფონიჭალისკენ მიდის.
აქეთ-იქით ქედებია...