N_E_M_Oუნდა ნახო ასე 2 წლის წინანდელ თემებში იდო ეგ სამივე პროექტი ანუ ჩრდილოეთიდან შემოვლაც და სამხრეთიდანაც. მგონი ჩრდილოეთიდან ბევრად მეტი მიწის გამოსყიდვა იყო საჭირო. ესტაკადებს რაც შეეხება მაგ ვარიანტში უნდა განიხილო ის რომ ჩრდილოეთით მიდის
1) აგარა-ყორნისი გზა
2) მოხისის გზა რომელსაც ან ესტაკადა ან სულაც საიდანღაც ახალი გზის გაყვანა დასჭირდებოდა, გააჩნია რომელი უფრო იაფი და მარტივი იქნებოდა
3) გომი-საჩხერეს გადაკვეთდა ავტობანი.
ამ ყველაფერს დავუმატოთ, რომ მაშინ ჯერ უცნობი იყო ხაშურს საიდან შემოუვლიდნენ. ფაქტიურად გომის მერე ჩრდილოეთით წასვლა მხოლოდ მაშინ გახდა აქტუალური, როცა ხაშურის ჩრდილოეთიდან შემოვლა გადაწყდა.
რაც შეეხება იმ კუზს რუისი-აგარაზე. მაგის პირდაპირზე გაჭრისას გზა გაივლიდა დოღლაურთან, და აქ კი მდებარეობს უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი. მანდ გავლა ავტობანის მშენებლობას მრავალი წლით შეაყვნებდა რადგან არქეოლოგიური გათხრების გარეშე ვერ გაიყვანდნენ. გავიხსენოთ აღმაშენებელზე გვირაბის ამბავი, თან ის ნაცების დროს იყო რომლებიც ბევრ რამეზე თვალებს ხუჭავდნენ. და თან ეს ძეგლი რაზეც მე ვსაუბრობ, როგორც ვიცი, უნიკალურია.
აი აქ არის მისი ფოტოები (მეხუთე ფოტოდან)
http://off-road.ge/forum/index.php?s=&show...ndpost&p=671782აი ეს ბორცვი არის მთლიანად დიდი სასახლის ნარჩენები
This post has been edited by ნიკა on 7 Mar 2016, 22:06