თვითონ აგარას გახლეჩდა ორ ნაწილად. თან რასაც არ დაანგრევდნენ გამოდიოდა რომ სოფელია ეგრევე მიბჯენილი ავტობანზე. ფეხით იქით აქეთ გადამსვლელებით და სპეცეფექტები. ნუ კიდევ ხმაური და ა.შ. ბევრი მინუსი იქნებოდა კიდევ.
* * *
აგარა-ზემო ოსიაურის გზის (12 კმ)გომის შემოვლითი 7 კილომეტრიანი მონაკვეთი მაისის ბოლოს გაიხსნება, მთლიანაც გზის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ "აიპრესს" ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.
აღნიშნული პროექტიდან 7 კმ-იან მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის დასრულება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის (ქვაყრილისა და რენოლეიბების) მოწყობის სამუშაოები.
ამ დროისათვის, ცემენტობეტონის საფარი დაგებულია 3 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც 4 ზოლიანია. დანარჩენ მონაკვეთებზე მიმდინარეობს კომუნიკაციების (გაზის და წყლის მილების) გადატანისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია Black Sea Group და ქუვეითური კომპანია Copri Construction Enterprises W.L.L აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მლნ. ლარია.
აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო.
http://www.ipress.ge/new/28792-agarazemo-o...sshi-gaikhsneba