გარემოს დაცვის სამინისტროში 2012 წელს აიღეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #20. სადაც როგორც წესია, მითითებული ქონდათ ძირითადი პარამეტრები:
,, პროექტი ითვალისწინებს ოთხ ზოლიანი ავტომაგისტრალის გზის პარამეტრებით ორ ზოლიანი გზის მშენებლობას. პერსპექტივაში ოთხ ზოლიანად მოდერნიზაციის შესაძლებელობით. პროექტირების დროს აღებულია ორზოლიანი მოძრაობისათვის შემდეგი ძირითადი ტექნიკური პარამეტრები.
• საპროექტო სიჩქარე _ 120კმ/სთ
• ჰორიზონტალური მრუდის მინიმალური რადიუსი – 3000მ;
• მაქსიმალური გრძივი ქანობი – 0.71%;
• მინიმალური ამოზნექილი მრუდი – 70 000მ;
• მინიმალური ჩაზნექილი მრუდი – 30 000მ;
• სავალი ნაწილის განივი ქანობი – 2%;
• სამოძრაო ზოლების რაოდენობა _ 2
• მიწის ვაკისის სიგანე – 14.25 მ;
• სავალი ნაწილის სიგანე – 7.5 მ;
• სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.75 მ.
• გამაგრებული გვერდულის სიგანე გზის მარჯვენა მხარეს _ 3.0 მ;
• გამაგრებული გვერდულის სიგანე გზის მარცხენა მხარეს _ 1.0 მ;
გზის პროექტი მოიცავს ორ ცამლხრივ სავალ ნაწილს, რომელსაც გამოყოფს შუაში გამავალი სარეზერვო ზოლი. გზა იქნება ოთხხაზიანი, თუმცა თავდაპირველად აშენებული იქნება, როგორც ორხაზიანი გზა მის დიდ ნაწილზე. იგი შეიძლება გაფართოებული იქნეს ოთხ ხაზამდე მომავალში, როდესაც ამის საჭიროება გაჩნდება. საგზაო ინფრასტრუქტურა მოიცავს 3 ხიდს და 4 სატრანსპორტო კვანძს. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას"
* * *
ეს პარამეტრები ამოვიღე სამტრედიის შემოვლითზე, თუმცა იგივეა ზუტად ქუთაისისთვის. ანუ ქუთაისის შემოვლითი უერთდება ამ მონაკვეთს და შესაბამისად სანამ არ იგრძნობენ რეალური 4 ზოლის აუცილებლობას - მანამდე იქნება ეხლა რაც არის