http://www.mrdi.gov.ge/ge/news/aboutus/587...cf2656d3853499f► სამუშაოების დასრულება 2017 წლის ზაფხულში იგეგმება.
► საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო.
► პროექტის ღირებულება 83,000,670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
► სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „COBRA ASSIGNIA“ (კობრა ასიგნია).
► სამუშაოებზე 250 ადამიანია დასაქმებული
► პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ.
► მზადდება სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.
► მოეწყობა ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში 4 ამოსასვლელი.
► დაკონსერვებული გვირაბების სრული რეაბილიტაციის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური შენდება.
► ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.
დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა ურბანული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
• ობიექტზე დაწყებულია გერმანული წარმოების ესკალატორების მონტაჟი




