უფრო კონკრეტული ჩამონათვალი თუ გინდა, ამ პოსტში
თბილისის მეტრო (post #29383667)ზოგადად, მეტრო სადგურის მშენებლობისას, პირდაპირ ესკალატორის და სადგურის მშენებლობა არ იწყება (თუ განსაკუთრებული შემთხვევა არაა).
ჯერ ხდება ვერტიკალური შახტის გათხრა, შემდეგ კი, მცირე ზომის მიმყვანი გვირაბების და სათავსოების მოწყობა.
რომ შესაძლებელი იყოს მშენებლობისას მიწის ადვილად გამოტანა, სამშენებლო მასალების შეტანა, ხელსაწყოების შენახვა და ა.შ.
ყველაფერს ხომ არ ათრევენ, წინ და უკან მუშები, ყოველი ჩასვლისას.
ვერტიკალურში ლიფტი ეწყობა, ამ ვიდეობში ჩანს
https://www.youtube.com/watch?v=vUIFxFkuV1Ehttps://www.youtube.com/watch?v=Z3Zb1v6CgiAიმ დანარჩენ გვირაბებში კი გაყავთ ლიანდაგი და მიწის გამოსაზიდად იყენებენ საშახტო ვაგონეტებს.
პირველ გვერდზე დევს სურათები, დაუმთავრებელი სადგურების, სადაც ჩანს ეგ ყველაფერი, მაგალითად:
http://www.fabi.ge/?p=1085http://www.fabi.ge/?p=1168ხოდა, ამ გვირაბებს ხომ არ ამოავსებენ? ტოვებენ სხვადასხვა ტექნიკური დანიშნულებისთვის, რაც ზემოთ ეწერა.
მაგალითად, იმ ჩასასვლელ შახტებში ეწყობა საჰაეროები, სადაც მონტაჟდება პროპელერები
თბილისის მეტრო (post #33683491)ანუ, ხდება გვირაბების და სადგურების ვენტილაცია, გათბობა და ა.შ.
კიდევ, მეტროპოლიტენში გათვალისწინებულია ელექტრო ქვესადგურების დარბაზები და მასთან დაკავშირებული გვირაბები კაბელებისთვის, დენის მისაწოდებლად
ასევე, მუდმივად გროვდება მიწიქვეშა წყალები, მის შესაგროვებლად და ამოსატუმბადაც მოწყობილია სადრენაჟო სისტემები, რომელიც ან კანალიზაციას უერთდება, ან კოლექტორს და მდინარეში ჩაედინება.
კიდევ შეიძლება იყოს არის ადგილები, საიდანაც უკავშირდება დეპოს შენობებს, ხაზები ერთმანეთს, ასევე შეიძლება ჰქონდეს, სათადარიგო გასასვლელი რამე ობიექტამდე, სამოქალაქო თავდაცვისთვის განკუთვნილი ოთახები და ა.შ.
მაგრამ, შუა მოძრაობისას, პერსონალს გვირაბიდან სადმე შენობაში ამოსვლა არ სჭირდება. რამე საქმის გასაკეთებლად შევიდოდა სადრენაჟო ან სავენტილაციო ოთახებში.