მეტრო "პოლიტექნიკურში" 15 წლის გოგონა ჩავარდა
თბილისში მეტროსადგურ "პოლიტექნიკურში" 15 წლის გოგონა ჩავარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
არსებული ინფორმაციით, მატარებელი მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველადან" ვაგზლისკენ მოძრაობდა, რა დროსაც მოზარდს ფეხი დაუცურდა და ლიანდაგში ჩავარდა. ამჟამად "პოლიტექნიკურში" მოძრაობა შეჩერებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს მოკვლევა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...a-chavarda.htmlთბილისის სატრანსპორტო კომპანია - მემანქანემ, მატარებლის დამუხრუჭება დროულად მოახერხა და გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
მემანქანემ, მატარებლის დამუხრუჭება დროულად მოახერხა, რის გამოც 15 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გოგონას კიდურების მოტეხილობა აღენიშნება.
„დაახლოებით ერთი საათის წინ მეტროსადგურ „პოლიტექნიკურის“ ბაქანიდან ლიანდაგზე 15 წლის გოგონა ჩავარდა, მომხდარის მიზეზი უცნობია და აღნიშნულს გამოძიება დაადგენს. საბედნიეროდ, სადგურზე შემოსული მატარებლის მემანქანემ დროულად მოახდინა დამუხრუჭება და გოგონას სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. მას გონება არ დაუკარგავს, აღენიშნება კიდურების მოტეხილობა და გადაყვანილია იაშვილის კლინიკაში“, - აღნიშნეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...r-emuqreba.htmlმეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია
თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, მეტროსადგურ „პოლიტექნიკურში“ შსს-ს ექსპერტიზის სამსახურს მუშაობა არ დაუსრულებია, რის გამოც საპატრულო პოლიცია მატარებლების მოძრაობის აღდგენის ნებართვას არ იძლევა.
„საბურთალოს ხაზს არ გააჩნია მატარებლების მობრუნების საშუალება, ამიტომაც მთელი ხაზი პარალიზებულია და მატარებლების მოძრაობა არ ხდება“, - განმარტეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...alizebulia.html
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги