რა სხვა ქალაქები, ჯამში 4 მილიონიც არ ვართ
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...dgens.html?ar=Aმეტრო პრინციპის საკითხი კი არა, საჭიროების უნდა იყოს.
ერთადერთი, სადაც აზრიანად მიმაჩნია არის რუსთაველი დიღმის ნაწილი. ვაკე-საბურთალოს რელიეფის და უნივერსიტეტების განლაგების გამო.
თუმცა, დიღომი ტრასითაა დაკავშირებული და მანდაც განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს, უბრალოდ ცენტრთან დაკავშირების გამო.
სხვა ქალაქებში კიდევ უაზრობაა, მარტო ქუთაისი, 6-ჯერ პატარაა და სხვა რა იქნება.
არც მთხეთა/რუსთავშია საჭიროება.
არა იმიტომ, რომ ცოტა ხალხი გადაადგილდება, უბრალოდ მეტროს, ანუ კონკრეტულად ამ ტიპის მიწისქვეშა სისტემის, რაც ახლა გვაქვს, მთავარი პრინციპი არის დიდი რაოდენობის ხალხის, მოკლე მანძილებზე, სწრაფად გადაყვანა რელიეფის და შენობების გვერდის ავლით.
მცხეთასა და რუსთავს შორის, არანაირი დასახლებები არაა, რომ გაჩერებებს ჰქონდეს აზრი და რა ინტერვალში ჩაჯდება?
მასე გამოყოფილად კიდევ, მიწისზედა მატარებელი, გინდაც ტრავმაიც ჩვეულებრივად იმოძრავებს. არც შენობები უშლის ხელს და გაუყვება სამანქანო გზას.
ხო, ოდესმე თუ გაიზრდება მოსახლეობა და ქალაქები და ამ სახის ტრანსპორტი კიდევ იარსებებს, იმედია იქამდე განვვითარდებით იმ დონეზე რომ ჯერ საგანმანათლებლო სისტემა მოწესრიგდეს და შემდეგ კი შესაბამისი სამსახურებიც ჩამოყალიბდება.