ადრეც ხომ იყო, ბიღაც ბიჭი რომ ჩაუხტა. როგორც სჩანს მასობრივ ფსიქიატრიულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და აღარ მოისვენებენ.
მაშინაც ყოფილა იგივე გაპრავებები
http://resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=22067დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მსგავს შემთხვევებში დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს და, შესაბამისად, რისკის რაიმე მეთოდით შემცირების ალბათობაც ნაკლებად რეალურად მიაჩნიათ.როგორც მეტრო სადგურ "300 არაგველის" მორიგე-კონტროლიორი ვლადიმერ გურგენიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ყვება, შუახნის მამაკაცი მატარებლის მოახლოებას ელოდებოდა და ლიანდაგებში არა თუ ჩავარდა, არამედ გადახტა. გურგენიძე ამბობს, რომ გადახტომის კადრები მეტრო სადგურის სათვალთვალო კამერამ ნათლად დააფიქსირა, რასაც ჩვენთან საუბრისას ადგილზე მყოფი სამართალდამცველებიც ადასტურებენ.
"ხალხს სხვადასხვა ვერსია ჰქონდა. მოგვიანებით ათასი სისულელეც მოვისმინე - თითქოს ხალხმრავლობა იყო და ერთმანეთის ხელის კვრაში მოულოდნელად გადავარდაო, მაგრამ ასე არ ყოფილა.
"შაბათი დღეა და, როგორც წესი, ამ დღეს მეტროში იმდენი ხალხი არ ჩამოდის, როგორც სამუშაო დღეებში. ამიტომ კარგი იქნება, თუ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას მოეშვებიან, ისედაც ყველანი შოკირებულები ვართ.
"მერე ისიც თქვეს, რომ თურმე ნასვამი იყო და მოულოდნელად გადავარდაო. არც ესაა სინამდვილე. კამერას ძალიან კარგად აქვს დაფიქსირებული, რომ ეს ადამიანი არათუ ჩავარდა, არამედ ლიანდაგებზე სწორედ მაშინ გადახტა, როცა გვირაბიდან მომავალი მატარებელი შენიშნა.
"როგორც ჩანს, თვითმკვლელობა თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მატარებლის მოსვლას არ დაელოდებოდა და გადარჩენის პატარა შანსს მაინც დაიტოვებდა," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას გურგენიძე.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ კამერამ მომხდარი დააფიქსირა, მეტროში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად გადახტა. პოლიციამ ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც უკეთ დაინახა, რა მოხდა, განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანა.
"კაბინიდან მხოლოდ მაშინ გამოვედი, როცა ძლიერი მუხრუჭის ხმა გავიგე. ის კაცი უკვე ლიანდაგებს შორის გარდაცვლილი იყო. პოლიციაც მალევე გადმოვიდა ამ მხარეს, მაგრამ ამას უკვე არავითარი აზრი არ ჰქონდა, მის გადარჩენას მაინც ვერ შევძლებდით.
"მიუხედავად იმისა, რომ მემანქანემ დამუხრუჭება მოასწრო, მატარებელი წინ გარკვეული მანძილი მაინც წავიდა, რასაც ასეთი შედეგი მოჰყვა.
"თავის არე იმდენად დაუზიანდა, რომ ძნელი ამოსაცნობიც კი იქნება. თანაც, როგორც პოლიციამ თქვა, არანაირი საბუთები თან არ გააჩნდა.
"არავინ არავის ადანაშაულებს, განა ვის უხარია ადამიანის სიკვდილი, მაგრამ ახლა წარმოიდგნეთ, მემანქანე რა დღეში ჩავარდა - ნერვიულობისგან წნევამ იმხელაზე აუწია, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. ეს ფაქტი შოკისმომგვრელი არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის იყო, მაგრამ ალბათ ის სტრესიდან კარგა ხანს ვერ გამოვა," - დასძენს მორიგე-კონტროლიორი.
"ეს ფაქტი პირველს რომ 20 წუთი აკლდა მაშინ მოხდა, რის შემდეგაც მეტრო 2 საათი დაკეტილი იყო. ახლა მოძრაობა აღდგა, მუშაობას შეუფერხებლად ვაგრძელებთ. 14 წელია, აქ ვმუშაობ და მსგავსი ფაქტი არ მახსენდება. ერთი ვიცი მხოლოდ - რამდენიმე წლის წინ ავლაბარში ახალგაზრდა გოგონა გადახტა და გარდაიცვალა, მეტი ნამდვილად არ მახსენდება. ბოლო დროს კი ასეთმა შემთხვევებმა იმატა, რაც ძალიან სამწუხაროა.
"მართალია, ჩემი თვალით არაფერი დამინახავს, ვინაიდან კაბინიდან გამოსვლის უფლება არ მაქვს, მაგრამ რაც აქ მოხდა, ნამდვილი შოკი იყო. გახსენებაც კი არ მინდა, ლიანდაგებზე რომ დავიხედე, რა საზარელი სურათი დამხვდა.
"ის ადამიანი ხომ ცოდოა, მაგრამ თქვენ რომ მატარებლის მემანქანე დაგენახათ, როგორ მდგომარეობაში ჩავარდა, მერწმუნეთ, თქვენც სტრესს მიიღებდით. არავის ვუსურვებ ასეთ სიტუაციაში ჩავარდნას, მძღოლიც კინაღამ მასთან ერთად გარდაიცვალა ნერვიულობისგან," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას მეტრო სადგურ "300 არაგველის" კიდევ ერთი თანამშრომელი იამზე ბარნოვი.
თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან საამისოდ შესაბამისი მექანიზმი ამ ეტაპზე არ არსებობს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის ნუცა ხიდირბეგიშვილის თქმით, შესაძლოა, ამ საკითხზე კომპანიამ მუშაობა სამომავლოდ დაიწყოს.
"რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ძალიან შემაძრწუნებელია, მაგრამ წარმოუდგენლია, მსგავსი შემთხვევა თავიდან რაიმე გზით ავიცილოთ. როგორ უნდა დაიცვა ადამიანი, როცა მატარებელი მთელი სიჩქარით ლინადაგზე მოძრაობს, ნამდვილად ვერ გეტყვით. ალბათ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, თუმცა, რაიმე გზების გამონახვა მაინც არარეალურად მეჩვენება," - უთხრა "მთელ კვირას" ხიდირბეგიშვილმა.
მერიის სატრანსპორტო სამსახურის მსგავსად, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი თამაზ რობაქიძეც მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება ნაკლებად შესაძლებელია.
"ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. წარმოუდგენელია, მსგავსი შემთხვევა თავიდან ავიცილოთ. ბაქანს ვერ გადავკეტავთ, ვინაიდან მგზავრი ვაგონში შესვლას ვეღარ მოახერხებს და დისკომფორტი შეექმნება. სხვა რა გზა შეიძლება არსებობდეს, ნამდვილად ვერ გეტყვით.
"რა თქმა უნდა, ეს ოჯახისთვისაც და თავად მემანქანისთვისაც ძალიან დიდი სტრესია, თუმცა, მსგავსი სიტუაციის გასაკონტროლებლად რაიმე სისტემა ან მექანიზმი, სამწუხაროდ, არ არსებობს, ასეთი რამ ფიზიკურად ვერ გაკეთდება," - განუცხადა "მთელ კვირას" რობაქიძემ.
ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ, რომ სუიციდის პრევენციის მიზნით მეტროებში დამცავი ჯებირების გაკეთება ერთ-ერთი საუკეთესო გზა იქნება. რაც შეეხება თვითმკვლელობის ასეთ მეთოდს, სპეციალისტთა ნაწილი ამას მძიმე დეპრესიულ ფონსა და ფსიქიკურ აშლილობას უკავშირებს.
"ეს არის უკიდურესი პროტესტი ყველას დასანახად, რაც ხშირ შემთხვევაში დეპრესიულ ფონსა და იმედგაცრუებას უკავშირდება. სრულიად შესაძლებელია, მსგავსი სახის გადაწყვეტილება ადამიანმა ფსიქიკური აშლილობის დროსაც მიიღოს, თუმცა ეს რიგ შემთხვევებში ინდივიდუალურია.
"ბუნებრივია, როცა ადამიანი საკუთარ თავს ასეთ განაჩენს გამუტანს, ის ნორმის ფარგლებიდან ამოვარდნილია, თუმცა, თავის მხრივ ნორმაც ძალიან პირობითი მცნებაა. საბოლოო ჯამში, ანალიზი რომ გავაკეთოთ, შესაძლოა, ეს მძიმე დეპრესიულმა ფონმა და ფსიქიკურმა აშლილობამ გამოიწვიოს, რა დროსაც სუიციდური შემთხვევების მსგავსი ფორმის მაჩვენებელი უფრო მაღალია," - განმარტავს "მთელ კვირასთან" საუბრისას ფსიქოლოგი მარინე კაჭარავა.
ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ფსიქიკური დარღვევების დროს, მაგალითად, როგორიცაა დეპრესია, შიზოფრენია და განსაკუთრებით ჰალუცინაციური ზეგავლენა, სუიციდის შემთხვევები მატულობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ასეთ ქმედებას სჩადის, ფსიქიკურად აშლილია.
მისივე თქმით, ასეთ დროს მიზეზის ძიება და ზუსტი პასუხის მიღება ძალიან რთულია, ვინაიდან, როგორც წესი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევას ძალიან კონკრეტული მიზეზი განაპირობებს.
"ძალიან ბევრ ქვეყნაში მეტროებში ჯებირებივითაა გაკეთებული, რათა ასეთი შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული. მაგალითად, ასეა გაკეთებული საფრანგეთში, სადაც მეტროში ჩავარდნის შანსი ნულია. დამცავი ჯებირები კი მხოლოდ იმისთვისაა, რომ აქ სუიციდის რისკი გაცილებით უფრო მაღალია.
"თუ ქვეყანაში სუიციდის პრევენციის სერიოზული პროგრამა დაიწყება, მაშინ ერთ-ერთი გზა რისკის შემცველ ადგილებზე მაღალი დაცვის მექანიზმების შექმნა იქნება. ვხედავთ, რომ ერთ შემთხვევას მეორე მოჰყვა, რაც შესაძლოა, მიბაძვის მოდელად იქცეს. შესაბამისად, ამაზეც დაფიქრებაა საჭირო.
"ვერ გეტყვით, რა შეძლება ამ ადამიანის თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო, თუმცა, მას სუიციდის ისეთი მეთოდი აქვს შერჩეული, საიდანაც გადარჩენის შანსი მინიმალურია, ანუ, ეს არის კარგად დაგეგმილი და არა დემონსტრაციულ-შანტაჟური მეთოდი.
"როცა ადამიანი დემონსტრაციულობაზე მიდის, ამ შემთხვევაში ის ცდილობს, ყველაფერი ისე დაგეგმოს, გაითამაშოს და გააკეთოს, რომ მისი ამ მცდელობით ყველა აალაპარაკოს. მედიცინაში არსებობს ასეთი მეთოდი და მას "დახმარების მცდელობა" ჰქვია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანს ძალიან მძიმე მეთოდი ჰქონდა შერჩეული. ალბათ იარაღზე წვდომა არ ჰქონია, თორემ ამ ფორმასაც მიმართავდა," - დასძენს ფსიქიატრი.