ა ბატონო.
ესე იგი, სქემა კარგა ხანია არ განმიახლებია დაკვირვების საფუძველზე, ასე რომ ბოლო სვეტი მოძველებულია, ასევე შემადგენლობებიც, რომელშიც ესა თუ ის ვაგონი მოძრაობს. სამაგიეროდ, თუ გაფილტრავთ ბაზას Currently in stock = Yes და გამოაკლებთ ლიანდაგმზომს, მიღებთ ამჟამინდელ ბალანსზე მყოფ ზუსტ სიას, რომელშიც მოდერნიზირებული/არამოდერნიზირებული ზუსტად არის მითითებული - ეს და მოდერნიზირებულების რაოდენობა წლების მხედვით, რომელიც ცალკე გვერდზეა - არის ოფიციალური და როგორც ჩანს, ზუსტიც კი, და ამით განსხვავდება ეს ვერსია წინა ვერსიებისგან.
კითხვები კი ისევ დარჩა გაურკვეველ ვაგონებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ის ვაგონებია, რომლებიც ოდესმე წარსულში იყო ან არ ყოფილა. დღევანდელი სიტუაცია გარკვეულია. ჰო, რეზერვი/არარეზერვის სტატუსიც არაა დაზუსტებული.
შემდეგ ვერსიაში ვფიქრობ ლიანდაგმზომი ტექნიკური მოძრავი შემადგენლობის სიაში გადავიტანო, ამჟამად ასე დავტოვებ.
http://www76.zippyshare.com/v/QK7Z1ly5/file.htmlადრე გახსოვთ, 9 ემ508ტ ვაგონი რომ მესამე იოჟიკად ჰყავდათ აღრიცხული გლდანის დეპოში? ახლა მეორე უკიდურესობაში ჩავარდნენ: შუალედური იოჟიკებიც მაგათ მიათვალეს და 26 ემ508ტმ-ს ითვლიან
და აბა ვინ შემოიარა 163-ით თითქმის მთელი პირველი ხაზი?

ამორტიზაცია თითქმის არ აქვს, ძალიან უხეშად მიყვება ლიანდაგს და რაც ყველაზე საშინელია, რატომ დაუხურეს სავენტილაციო ღიობები თავის დროზე არ ვიცი, ისეა ჩახუთული, უკვე მეც კი გამიხარდა ბოლოს იქიდან გამოსვლა

პიკეტაჟი მეგონა ავტომატურად აღინიშნებოდა, თავად ლენტაზე იყო მეგონა ნიშნები. ნურას უკაცრავად: ლენტაზე არავითარი პიკეტაჟი არ არს აღნიშნული, თავი აქვს გადაყოფილი ფანჯრიდან ერთ-ერთი თანამშრომელს, გვერდით ფანრები რომ უკეთია, მაგის შუქზე ხედავს პიკეტის ნიშნულს და იძახის, პულტთან მსხდომები კი კალმით აწერენ. პუნტი ორ ნაწილადაა გაყოფილი და თითოეულზე იდენტური ინფორმაცია იწერება, შესაბამისად დგება ორი იდენტური ლენტი, რომელიც ერთმანეთს დარდება შემდეგ გაშიფვრისას. შემდეგ ერთი რჩება არქივში, მეორე კი იჭრება ნაწილებად და გადაეცემა სალიანდაგო სამსახურის შესაბამის უბნებს, სულ 8 უბანია.
ყველაზე საშინელება ღია მონაკვეთი ყოფილა, როგორც თეორიაში ვიცოდი, რომ ყველაზე ძვირია მისი ექსპლუატაცია, ეს დამიდასტურეს, ატმოსფერული ზემოქმედების შედეგად ყველაზე დიდი დარღვევები სწორედ ღია უბანზე იყო, ლენტაზეც კი ჩანდა სრულიად გამოუცდელი ადამიანის თვალით, რომ ღია მონაკვეთზე (პორტალსაც აღნიშნავენ) ოსცილოგრამები უფრო ფართოვდებოდა.
Real SAABs don't leak. They just mark their territory.