ხო, მაგრამ ალტერნატივად საზ. ტრანსპორტი თუ არ განავითარეს, კერძო მანქანებს მაგ ქუჩების მოკლება, სულ გაჭედავს, ერთხელაც იქნება.
* * *
dimaopenaსწორად ვარაუდობდი და შეცდომაში შემიყვანიხარ

✔ განახლებული აღმაშენებლის გამზირი 25 სექტემბერს გაიხსნება
► აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციის პროცესი სრულდება
► პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე რეაბილიტაცია - რესტავრაცია 48 სახლს ჩაუტარდა
► მოეწყო და აღდგა სანიაღვრე, საკანალიზაციო და საკომუნიკაციო სისტემები
► ფოსტიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი ავტომობილებისთვის დაიკეტება და ღია კაფეები მოეწყობა
✔ გამზირზე მთლიანად შეიცვალა სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური მილი და საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელები, გაკეთდა მანამდე არ არსებული სადრენაჟე სისტემა, გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი და მაღალი ძაბვის გაყვანილობა
✔ საკომუნიკაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დავით აღმაშენებლის გამზირზე კეთილმოწყობის სამუშაოები ორ - საავტომობილო და საფეხმავლო ზონაში განხორციელდა:
საფეხმავლო ნაწილში დაიგო ქვაფენილის სხვადასხვა სახეობა, ხოლო საავტომობილო ქუჩაზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი
✔ 42 მისამართზე რესტავრირებულია სადარბაზოს კარი და ჭიშკრები
✔ 37 მისამართზე არსებული ისტორიული შენობა კონსტრუქციულად გამაგრდა
✔ 38 სახლის ძველი სახურავი შეიცვალა შესაბამისი ფერის ახალი თუნუქის მაღალი ხარისხის მასალით
✔ დასრულდა აღმაშენებლის N36-ში მხატვრული სადარბაზოს რესტავრაცია და N26-ში აღმოჩენილი სადარბაზოს მხატვრობის კონსერვაცია
✔ 47-მდე ისტორიულ შენობაზე დასრულდა მხატვრულ - დეკორატიული დეტალების რესტავრაცია
✔ 43 მისამართზე შეიცვალა კარ-ფანჯარა და ვიტრაჟები; რესტავრაცია ჩაუტარდა ქუჩის მხარეს გამავალ ყველა სახლის აივანს
ვიდეოები