1 მარტიდან „მანის“ მარკის ახალი ავტობუსები N87 წრიულ მარშრუტზე (ბარათაშვილი-საბურთალო-ვაკე-ბარათაშვილი) იმოძრავებს და ერთ წრეზე, 240-ის ნაცვლად, 425 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გამოთავისუფლებული ყვითელი ავტობუსები სხვა მარშრუტებზე გადანაწილდებიან.
„თბილისის მერია აგრძელებს ავტობუსების პარკის ჩანაცვლების პროცესს, რომლის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უბნის სამარშრუტო ხაზებზე, განსაკუთრებით შორ დისტანციებზე, ყვითელი „ბოგდანების“ თანამედროვე ლურჯი ავტობუსებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ამჟამად, N1 ავტობაზაზე წარმოდგენილია „მანის“ ავტობუსების ახალი ნაკადი, რომელთა გაშვება მოხდება წრიულ სამარშრუტო ხაზზე. აღნიშნული ავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან მოემსახურება ვაკის და საბურთალოს ტერიტორიებს“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ახალ ავტობუსებში, ძველ სალარო აპარატებთან ერთად, გადახდის ახალი სისტემა მოქმედებს. ახალი სალარო აპარატის მეშვეობით ბილეთის ბეჭდვა არ ხორციელდება, მგზავრობის საფასურის გადახდა კი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათის, „მეტრომანისა“ და სხვა შეღავათიანი სატარიფო ბარათებითაა შესაძლებელი. მგზავრობის საფასური სტანდარტული 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში რჩება მერიის მიერ მგზავრობისას დაწესებული შეღავათები.
როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ „მანის“ მარკის 143 ავტობუსი შეიძინა და მათი თბილისში მოწოდება მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.
დღეისათვის ეკოლოგიური - CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ლურჯი ავტობუსები N37, N51 და N61 მარშრუტებს ემსახურებიან.
ჩემთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიახლე
,,მაგის შემდეგ ცენტრთან იმათ ნახევარში კვარას ეუხეშენ, თითქმის 5 წუთი უქნია ორივე მსაჯს თითი მაგრამ არც იქ გაჭრა ცნობადობამ''