მაგას ისევ რეკლამები ჯობდა
მალე მუნიციპალურ ავტობუსებს უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ბენზინ და გაზგასამართი სადგური მოემსახურება.
სადგური შეძლებს როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე დიზელზე მომუშავე ავტობუსების საწვავით უზრუნველყოფას, ერთდროულად 12 ავტობუსს მოემსახურება.
ბენზინ და გაზგასამართი სადგური თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი:
• სამი 400 კვ სიმძლავრის კომპრესორი, გაგრილების სისტემით
• ბუნებრივი აირის გამშრობ-მფილტრავი და გამაციებელი დანადგარები
• 10080ლ მოცულობის CNG გაზის საცავი და რვა CNG გაზის ჩამსხმელი სვეტი
• 60 ტონიანი დიზელის ავზი, ორი ჩამსხმელი სვეტი, თხევადი საწვავის ფილტრი და მრიცხველი
სადგური უზრუნველყოფს:
• ავტობუსებისთვის CNG გაზის მიწოდებას;
• საწვავის ჩასხმის სიზუსტეს;
• მაღალ წარმადობას, ელექტრო ენერგიის და სხვა რესურსის მწირი მოხმარების ხარჯზე;
ბენზინ და გაზგასამართი სადგურის მშენებლობა ახალი ავტობაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სამშენებლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. მშენებლობას, მსოფლიო ლიდერი კომპანიის „SAFE S.p.A“-ს წამრომადგენლობა საქართველოში, შპს „საფე ჯორჯია“ აწარმოებს. სადგური ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას და მუნიციპალური ტრანსპორტის სრულყოფილ მომსახურებას.






