ძალიან კარგია ახალი 32-ის და ალბათ პერსპექტივაში 35-ის დანიშვნაც. როგორც მახსოვს, 52 არ არის ახალი ხაზი. მაგ მარშრუტით მოძრაობდა 58.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყვითელი ავტობუსებიდან არასდროს არცერთს არ ჰქონია ნომერი 54

ძალიან საინტერესოა, თუ ოდესმე ივლის თბილისში ეგ ნომერი. დიდი ხნის წინ მიონიდან სადგურამდე დადიოდა მგონი ძველი პაზები.
რამდენიმე იდეას დავწერ, თუ ვინმე მერიიდან თავს იწუხებს და კითხულობს აქ რამეს. ვმოძრაობ ავტობუსით მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში (მგზავრი ვარ, მძღოლი არა)
1 - ჩემი აზრით, სასწრაფოდ აღსადგენია 74 ნომერი ავტობუსი. უმარტივესი მარშრუტი ნაძალადევი-დიდუბე დარჩენილია სამარშრუტო ტაქსების ანაბარა, რაც ნამდვილი სისულელეა. ამავდროულად 74 საკმაოდ გამოცდილი მარშრუტი იყო.
2 - აღსადგენია 64 (აგრარული უნივერსიტეტი-ვაკე) მუდმივად დატვირთული იყო.
3 - აღსადგენია 67 ან 49-ს გავაგრძელებდი მესამე პლატოდან 67-ის მარშრუტით მაღლივამდე.
4 - უკვე ძალიან საჭიროა ვაშლიჯვარი-საბურთალოს დაკავშირება ავტობუსით. თუმცა ისეთი მარაზმი მარშრუტით არა, როგორიც სამარშრუტო ტაქსი 114 იყო. ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, გაუქმდა. თუ მთხოვენ, დავფიქრდები მარშრუტზე

5 - ჩემთვის ამოუცნობი მოვლენაა 16 ნომერი ავტობუსი, რომელიც ნახევარ ბრუნს ასრულებს დილის 8 საათზე, შემდეგ ისვენებს 3 საათამდე და 3 საათიდან გაუჩერებლად მოძრაობს. უკვე არის ავტობუსების საშუალება და იმ 6-7 საათიან შუალედში უნდა მოძრაობდეს მუდმივად. დაეხმარება მუდამ დატვირთულ 7 ნომერს, რომელშიც სუნთქვა არ შეიძლება.
6 - აუცილებელია გაუმდეს ყველა სამარშურო ტაქსი, რომელიც ავტობუსის ზუსტ დუბლირებას აკეთებს და მათ ნაცვლად ავტობუსის მარშრუტს დაემატოს გონივრული რაოდენობის მანქანები. ასეთი დუბლირება ბევრია ქალაქში.
7 - ვიღაცამ დაწერა, რომ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს ერჩიან, თუმცა დასავლეთსაც ერჩიან. მორიგე ავტობუსები, ბოლო გასვლის დროების მიხედვით, უფრო გვიან ღამემდე მუშაობენ აღმოსავლეთ ნაწილში, ვიდრე დასავლეთში. ანუ, ვგულისხმობ, რომ უმეტესად ასეა.
8 - რა თქმა უნდა, მანი ჯობს ძველ ბოგდანს, მაგრამ მანის მოსვლის იმედით 40 წუთი გაჩერებაზე უალტერნატივო ლოდინს მირჩევნია 10 წუთი ველოდო მხოლოდ და ბოგდანით წავიდე სახლში. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ბევრ მარშრუტს აღმოსავლეთ ნაწილში, იმის გამო რომ მგზავრთა ნაკადი დიდია და ავტობუსი პატარა, მცირე ინტერვალი აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიცი როგორი კარგია მანი.
9 - მარშრუტების გადაფარვას რაც შეეხება, ბევრი უაზროდ დუბლირებული მარშრუტი ახლაც გვაქვს და ბევრის დამოკლება იქნებოდა ჭკვიანური, თუმცა ამასაც არ დავწერ ჯერ, ვინმე იმ უბანში რომ ცხოვრობდეთ, გამლანძღავთ.
10 - ეს პუნქტი ვეღარ მოვიფიქრე.