MAN-ი თბილისში Lion city-ს მოდელის ბუნებრივ აირზე მომუშავე 143 ავტობუსს შემოიყვანს. მისივე განცხადებით, აღნიშნული მოდელის ავტობუსები ე.წ „გადაბმის" გარეშეა და დაბალი იატაკი აქვს. ვისერი ამბობს, რომ ავტობუსის საბოლოო დიზაინის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
სექტემბრის ბოლოს დაიწყება ავტობუსების შემოყვანა, 10 ერთეული იქნება შემოყვანილი და ამის მერე გაწერილია თვეების მიხედვით და თებერვალში უნდა დასრულდეს 143 ახალი ავტობუსის შემოყვანა. პირველ ეტაპზე ისინი გრძელ დისტანციებზე ივლის, სადაც ყველაზე მეტად დგას 12 მეტრიანი ავტობუსების საჭიროება.
ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით, რაც დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.
ავტობუსები ლურჯი იქნება. ავტობუსების აწყობა ახლა მიმდინარეობს და შესაბამისად, დედაქალაქში მივიღებთ უახლესი, 2016 წლის ავტობუსებს.
http://commersant.ge/?m=5&news_id=39236&cat_id=11ბონუსად
http://commersant.ge/?m=5&news_id=39260&cat_id=11ჩინურმა კომპანიამ შესაძლოა თბილისის ავტობუსების ტენდერის შედეგები გაასაჩივროს
თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიას კითხვები აქვს. როგორც ჩინური კომპანიის Xiamen Golden Dragon Bus Co. Ltd-ის ქართველი წარმომადგენელი ავთანდილ საყვარელიძე აცხადებს, 150
ავტობუსის შემოყვანაში იმაზე გაცილებით დიდი თანხა იხარჯება, ვიდრე საჭიროა.მისი განცახდებით, ტენდერში შესული წინადადების მაქსიმალური თანხა იყო 41,5 მილიონი ევრო, ყველაზე დაბალი შეთავაზება კი 26,5 მილიონ ევროს შეადგენდა. ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ შეთავაზებებს შორის განსხვავება 45% იყო, რაც ძალიან დიდი განსხვავებაა.
„მე არ ვამბობ, რომ ბოლოს უნდა გაემარჯვა, მაგრამ, მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია“,- აცხადებს ავთანდილ საყვარელიძე.
„ჩემი პრეტენზიის აზრი იყო პრევენცია, მაგრამ ვინაიდან ტენდერი დასრულებულია, თვითონ მხარე, რომელიც მონაწილეობდა ტენდერში - ჩინური კორპორაცია - ის მიიღებს გადაწყვეტილებას რა სამართლებრივი მოქმედებები მოჰყვება ამას. დღეს გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ისინი როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ისე მოიქცევიან. ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას აზრი არ აქვს. შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი სურათის მიღება ქალაქისთვის“,- აცხადებს საყვარელიძე.
მისივე თქმით, თავად მისი პარტნიორების შეთავაზება 29 მილიონი ევრო იყო.
საყვარელიძე ამბობს, რომ ჩინური კორპორაციის მიერ წარმოებულ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოებულ ავტობუსებს შორის ხარისხობრივად განსხვავება არ არის.„გამოცხადებული იყო 75 ავტობუსი, შემდეგ გადავიდნენ 150-ზე, შემდეგ ვადები დაკორექტირდა. ამიტომ ბევრი კითხვა დარჩა“,- აცხადებს ავთო საყვარელიძე.
This post has been edited by Accident on 18 Jul 2016, 18:46