ცვლილება ავტობუსების სამარშრუტო სქემაში
04 ივლისი 2016
მოსახლეობის ინტერესებისა და მგზავრთა ნაკადების ცვლილების გამო თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით დღეიდან შეიცვალა მუნიციპალური ავტობუსის რამდენიმე მარშრუტი. კერძოდ: მარშრუტი №51, რომელიც გლდანულადან მოძრაობდა ვაკის სასაფლაომდე დაგრძელდა და იმოძრავებს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლამდე (სტუდქალაქი კორპუსი № 4).
№60 - მოძრაობდა მ/ს „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის მიმართულებით, კერძოდ პანსიონატამდე „ოქროს საწმისი“. განახლებული სქემით კი გააგრძელებს მოძრაობას აქვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ გავლით მშენებარე ზოოლოგიურ პარკამდე (ლიპტოვის და ხუდადოვის ქუჩების გადაკვეთა).
გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანია ითვალისწინებს მგზავრთა მოთხოვნას და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით № 60 (მ/ს „ღრმაღელე“ - თბილსის ზღვა) და № 111 (გადასასვლელი ხიდი - თბილისის ზღვა) მარშრუტებზე ზრდის ავტობუსების რაოდენობას, რაც შესაბამისად გამოიწვევს ინტერვალების შემცირებას.
აღნიშნულ მარშუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცხელ ხაზზე: 2 93 44 44
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&se...35&info_id=3007სიახლე ავტობუსების სამარშრუტო სქემაში
04 ივლისი 2016
დღეიდან სადგურის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ღამის რეისზე 3 ავტობუსი იმოძრავებს. თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, № 37 ავტობუსი მთელი ღამის განმავლობაში 30 წუთიანი ინტერვალით მოემსახურება როგორც თბილისის მოსახლეობას, ასევე ტურისტებს. აღნიშნულ მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე: 2 93 44 44
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&se...35&info_id=3006