მოკლედ ამ შაბათ-კვირას წავედი მორიკონეს კონცერტზე მატარებლით და მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ....
დავიწყებ დადებითით:
1. მატარებელი არის უმაღლესი დონის
2. ვაი ფაი არსად არაა ევროპაში სადაც ვყოფილვარ ამ დონეზე
3. ზუსტად წამი წამზე გავიდა და კონცერტის დაგვიანების მიუხედავად დაგველოდა ასობით მგზავრს და ისე წამოვიდა

რაც შეეხება უარყოფითებს, ვეცდები მაქსიმალურად კორექტული ვიყო....
1. ეს დედა აფეთქებული, იმისთანა დასახლებაში და ისეთ სახლების ეზოებში გაიარა, როგორ არა რცხვენიათ უხცოელებთან მაგათიო გამოჩენა?! თითქმის ჩამოშლილ დაბზარულ სახლებს 3-4 მეტრიანი დისტანციით გაუარა მგონი და შემოღობონ მაინც ისე რომ ვერავინ გადმოვიდეს ლიანდაგზე და არც ჩანდეს ეგ დასახლებები საერთოდ... 2ჯერ გავჩერდით თბილისიდან სანამ გავიდოდით ერთხელ ძროხა იყო გადმოსული ლიანდაგზე და მეორეჯერ ვიღაც ბებო!
2. რა საშინელებაა მთელი გზა 30-40ზე მეტით ვერ დადის და ორ ადგილას ავიდა 100მდე მარტო.. თუმცა ეგეც მესმის რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული.
3. ვიღაცა იდიოტებმა, მათ შორის უცხოელებმაც არ იკმარეს ადგილები და ზოგს იატაკზე ეძინა ზოგს კიბეებზე ძლივს ავდიდოი და ჩამოვდიოდი, პერსონალმა ისე გაუარ გამოუარა ვითომც არაფერი, არა და გასაგდბებეი იყვნენ.
4. ვკვდებოდი ისე მწყუროდა და წყალიც კი არ იყიდება ამხელა ვაგონში!
დასკვნა ასეთი ჩემთვის: 50 ლარი დამიჯდა სულ წასვლა წამოსვლა, პლიუს ტაქსი სახლამდე და უამრავი პრობლემა, 100-120 ლარის საწვავი მეყოფოდა მთლიანად და მეორეჯერ აღარ მივქარავ მაგას! კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორ ფეხებზე კიდიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იყიდიან რაღაცას ჩამოატარებენ ყველას თვალწინ, გააპიარებენ და მორჩა! 40 გრადუსიან სიცხეში წყალს რო არ მისცემ მგზავრს რისი ღირსი ხარ პროსტა...