მოკლედ გუშინ პირველად ვიმგზავრე stadler-ით, როგორც პირველი კლასით, ისე მეორე კლასით
ჩინური კომფორტის მხრივ უფრო მომწონს....
რა არ მომეწონა:
მეორე კლასის სავარძლები, ეგრევე ეტყობა რო მაქსიმუმ 3 საატზეა გათვლილი
პირველ კლასში, ადგილებზე სადაც სახით ერთმანეთისკენ იყურები არ არის მაგიდები, ანალოგიურად ბიზნეს კლასში. უფრო სჯობია აიღო ადგილი სადაც შენს წინ სავარძელია იგივე მიმართულებით, გადასაშლელი მაგიდა მაინც არის. როგორც გამცილებელმა თქვა , მაგ საკითხის მოგვარებაზე საუბარი მიდის, ის რაც ჩამოვა ეხლა ეს საკითხი როგროც გვპიდებიან მოგვარებული იქნება.
გამცილებელს არ აქვს თავისი ადგილი, უწევთ შემოსასვლელთნ თავისუფალ ადგილებზე ჯდომა...
არ არის არანაირი ყავის/ჩაის/ტკბილეულობის აპარატი. მაგაზეც მიდის საუბარიო. მატარებელი 4 საათი არსად აჩერებს და უჭმელი თუ წახვედი დარხეული გაქვს

ტუალეტი შშმ პირის გარდა უფრო ვიწრო მომეჩვენა ვიდრე ჩინურში. სისუფტავე ამ ეტაპზე კარგ დონეზეა
პირველ კლასში ცოტა ადგილია ჩამოსაკიდი ტანსაცმელისათვის და სავარძლებს ინდივიდუალური არ აქვს, როდესაც მე-2 კლასში ყველას ინდივიდუალური ჩამოსაკიდი აქვს
რა მომეწონა:
შემოსასვლელთან დიდი ადგილია სასეირნოთ. თუ მიდიხართ ბავშთან ერთად შტადლერი სჯობს.
მოწევა აკრძალულია, ძალიანაც კარგი. მარა ტუალეტში მაინც ცდილობენ და მიდის მერე იმის გარკვევა ვინ მოწია. თბილისიდან გზაზე მატარებელი ავარიულად გაჩერდა, რადგან ვიღაც ჰომოსაპიენსმა ტუალეტში მოწია. უკანა გზაზე ტიპი ცუდად გახდა, რადგან მოწევა უნდოდა. გამცილებელი აწყნარებდა.
შტეპსელების საკმარისი რაოდენობა.
ძალიან კარგი გამცილებლების ბრიგადა

02.12.2016 მატ.#802/801
და რკინიგზავ შეცვალე ეს დებილი ბილეთების ყიდვის პროგრამა, ხო დაიტანჯა მგზავრებიც, მოლარეებიც და გამცილებლებიც. პროგრამა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ორივე გზაზე მე-2 და მე-3 ვაგონი იყო ცარიელი. 1-ლი და მე-4 გავსებული. რა ძნელია რო იყოს ადგილების შერჩევის შესაძლებლობა, თუ გინდა მაგაზე ფასიც მოუმატე. ადრე და გასვლის წინ ბილეთების ღირებულებაც რო იყოს სხვადასხვა წინააღმდეგი არ ვიქნები. თუ გინდა ფანჯარასთანაც მოუმატეთ რამე ფასი. ზურგით თუ მოძრაობის მიმართულებაზეც თუ გინდათ დაადეთ სხვადასხვა ფასები
ეს ვიპოვე პირველი კლასის 1-ლი სართულის ადგილები. GRS014-ში პირველი კლასის მემანქანის კაბინა არის თბილისაკენ. ამ ეტაპზე GRS014 დადის განრიგით #801/802
1-4 ადგილები ტუალეტის მოპირდაპირედ არის და მე-2 კლასია: