მეამაყება! მითუმეტეს მეამაყება როცა ქართული ასოებით აწერია "თემქ" . ეს ერთი და სხვა მრავალი. გვქონდეს ჩვენი ბევრი რამ.
რკინიგზასთან მუდამ ახლოს ვიყავი, თბილისში ელიაზე ვცხოვრობ და იმ ხაზთან ვარ ახლოს რომლის გადატანაზეც(იყო, არის, იქნება) საუბარი

ქვიშხეთში კი ერთი მხრიდან დასავლეთისკენ მიმავალი ხაშური-წიფის მონაკვეთი და მეორე მხარეს ხაშური-ბორჯომი. ამას დამატებული ახალი გვირაბი, რომლის ფოტოები რამდენიმე პოსტის წინ დაიდო , ჩემი სახლიდან 100-150 მეტრშია.
მამაჩემი, ორივე ბაბუა, ბიძაჩემები რკინიგზელები იყვნენ, ერთი მე ვერ გამოვედი

მოკლედ ამდენი რატომ ვწერე

ძალიან ბევრს ვკითხულობ და ყველა წვრილმანით ვინტერესდები რკინიგზაზე. გაფასებთ ყოველივე თქვენგანს რომელიც ამ თემაში პოსტავთ, და ჩემთვის, უბრალო ნაკლებად აქტიური წევრისთვის, თითოეული საინტერესო პოსტი ერთგვარი საზრდოა

გენაცვალეთ ყველას და იმრავლეთ..