აგერ დოკუმენტი, სადაც წერია 144 ცალი MAN Lion’s City Full Low Floor CNG 12m (2016), ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება (ლარი) 2017 წლის მდგომარეობით - 620,000 ლარი.
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...code=1508971588გატოტალება გამორიცხება: საბალანსო არა თუ არ იქნებოდა 620,000, არამედ საერთოდ მოხსნილი იქნებოდა ტეტეცეს ბალანსიდან, სხვანაირად სადაზღვევო ტეტეცეს არ უყიდიდა ახალ ავტობუსს და ამასთანავე ტეტეცე რაღას დააზღვევდა იმ გატოტალებულ და სადაზღვევოსთვის გადაცემულს?
მუქთად ან სადემონსტრაციოდ მიცემასაც სრულიად გამოვრიცხავ, შეიძლება სადემონსტრაციო-სატეტოდ ლიზინგით გადასცე, მაგრამ აჩუქო და დაუტოვო 230 ათას ევროიანი ტექნიკა - რატომ? თუ მაინც ყიდულობს, პარტიაში შეიყვანს, თუ არ ყიდულობს და სხვას ათხოვებ ბოლო-ბოლო, რომ იქნებ მან იყიდოს. თან მახსოვს, კონტრაქტი რომ გაფორმდა, პირველი პარტია მერე ჩამოვიდა. მანმა უნრალოდ პოლონეთში წაიყვანა ტეტეცეს და მერიის ხალხი ქარხანაში დასათვალიერებლად.
კიდევ ერთი ვარიანტია: თანხას ტეხავენ, მაგრამ ესეც ძალიან დიდი სისულელეა, მილიონი გზა აქვთ ფულის კეთების, სრულიად ლეგალური პრემიებით დაწყებული, თითო ავტობუსზე დაზღვევის ხელოვნურად მაღალი თანხის გადახდა (სალამი იმ იუზერს სახელმწიფო ბიუროკრატიის და ფულის კეთების გამო მეტრო გავყიდოთო), ასეთ ადვილად გადასამოწმებელ რამეს არ დაწერდნენ. უბრალოდ სატენდერო კომისია არ აიღებდა თავის თავზე საციხე ამბავს.
144-ე იყიდეს? რატომ? უტენდეროთ? რა აზრა ერთის ყიდვას?
მექანიკური შეცდომა? ორ დოკუმენტში წერია.
ყველაზე ლოგიკური ახსნა ის მგონია, რომ რიცხვი 144-ის მოყვანილობა თბილისის სატრანსპორტო კომპანისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე 143-ის. მე ვფიქრობ, ეს ბავშვისთვისაც ნათელია, რომ 144 გაცილებით უკეთ გამოიყურება, მაშ რატომ არ დავწეროთ ის? ღმერთი თუ სამობითაა, მანები 144-ობით.
პ.ს. დღეს მქონდა დისკუსია ავტობუსების მარშრუტების დამოკლებაზე ერთ სპეციალისტთან, შევთანხმდით, რომ ვერ ვთანხმდებით და შემდგომ განვაგრძობთ დისკუსიას.