rommel[quote]აბა შესახსრულები ვერ ივლიანო მერმა? კარგია, ვიღაც მაინც ყოფილა მცოდნე და გადაურწმუნებია. მართლა მიხარია.
სიტყვა-სიტყვით მომაქვს ციტატა: ,,მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ თავიდან მეგონა 18 მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ქალაქში შეუძლებელი იქნებოდა და რთული იქნებოდა, თუმცა ის კვლევა, რომელზეც მე საუბრის დასაწყისში ვსაუბრობდი, რომელსაც ,,სისტრა" აკეთებს, შუალედური მონაცემები უკვე მოგვაწოდეს და ამ კვლევის საფუძველზე, უკვე, ჩვენ გვაქვს ეს შედეგები, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს სჭირდება აუცილებლად ელექტროავტობუსები, რომლებიც უნდა იყოს 18 მეტრიანი და ეს იქნება 200-მდე. ანუ 2020 წლიდან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ 550 ავტობუსს, რომლებიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით 900 ერთეულამდე გაიზრდება და 2019 წლის შემდეგ შემოსული ყველა ავტობუსი იქნება ელექტრო".
[quote]პ.ს- მიყვარს რა ეს არჩევნები [/quote]
ნუ იტყვი.
TramwayMan[quote]BRT ხაზებისთვის ფიქრობენ შესახსრულებს და პლიუს რამოდენიმე გრძელი მარშრუტისათვის.[/quote]
რა არის BRT? რა ხაზს გულისხმობ?
[quote]გარდა ამისა "მანი" 2020 წლიდან იწყებს ელექტრობუსების სერიულ წარმოებას [/quote]
იმას გულისხმობ, რომ ეს შესახსრული ელექტროავტობუსები ,,მან"-ის იქნება? ჰოდა, ძალიანაც კარგი. ჩინურ, გაურკვეველ ჯღონძს ,,მან"-ი ნამდვილად სჯობს.