MONTYhttp://www.tbilisi.gov.ge/news/2396http://goodnews.on.ge/news/2507-2017-cels-...i-damontazhdebahttp://commersant.ge/?m=5&news_id=36083&cat_id=11თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით 700 ადგილი შეარჩია.
მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი მიმდინარე წლის 25 მარტს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა.
აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ალმა-ტრანსპორტი“ მოსაცდელების მონტაჟს 40 დღეში დაიწყებს და 2017 წლის მაისამდე დაასრულებს.
ავტობუსების მოსაცდელების ნაწილი ლედ ეკრანებით აღიჭურვება. მიწის ნაკვეთები 20 წლიანი იჯარის უფლებით აუქციონის ფორმით გაიცემა.
იჯარის საზღაური თვეში 1 კვ.მ-ზე 7 ლარით განისაზღვრა.
გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსის მოსაცდელების განთავსებისთვის არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონის პირობების თანახმად, დაახლოებით 1,3 მეტრი სიგანის და 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
დედაქალაქის მერიის ცნობით, გამარჯვებულმა კომპანიამ დედაქალაქის მასშტაბით არანაკლებ 250 პრემიუმ კლასის ავტობუსის მოსაცდელი უნდა დაამონტაჟოს, საიდანაც, 100-ს ლედ ეკრანი ექნება.
გარდა ამისა, 300 მოსაცდელი მედიუმ კლასის, დანარჩენი კი ნორმალ კლასის იქნება.
ახალი მოსაცდელები უკვე არსებულისგან 3 ნიშნით გამოირჩევა:
1 - მოსაცდელების ერთი მხარე შედარებით პატარა იქნება, ისე, რომ მგზავრებს ტრანსპორტის დანახვაში ხელი არ შეეშალოთ. კერძოდ, მოსაცდელის ერთი გვერდი 2-მეტრიანი იქნება, მეორე კი 40-სანტიმეტრიანი.
2 - 700 მოსაცდელიდან არანაკლებ 200 პრემიუმ ტიპის იქნება, აქედან არანაკლებ 100 მოსაცდელზე ლედ-ეკრანები დამონტაჟდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეკრანზე თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია განთავსდება - ეს შეიძლება იყოს ქალაქის რუკა ან ტურისტისთვის საჭირო ინფორმაცია. დანარჩენ მოსაცდელებზეც იქნება ანალოგიური ტიპის ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობა, თუმცა, სტატიკური იმიჯის საშუალებით, ანუ დაიბეჭდება და გაიკვრება.
3 - ამასთან, ახალი მოსაცდელები შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.
1,3 მეტრი სიგანისა და 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გასაჩერებლი ადგილი იქნება გათვალისწინებული ისე, რომ ეტლის შემობრუნება 360 გრადუსით იქნება შესაძლებელი.
ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ საქალაქო ტრანსპორტის გაჩერების მოსაცდლების სრული სია.
კომპანია „ალმა-ტრანსპორტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი მოსაცდელები სხვადასხვა ადგილებში გადანაწილდება, მათ შორის, ნაწილი დამონტაჟდება ცენტრალურ უბნებში და აქ არსებული ძველი მოსაცდელები პერიფერიებში გადავა. მოსაცდელების ნაწილი კი პირდაპირ პერიფერიებში დამონტაჟდება.
ავტობუსების მოსაცდელების მონტაჟი და 20-წლიანი იჯარით აღება გარერეკლამის ბაზარზე ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელიც მათ კომპანიას შეავსებს
ალმა“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა გარე რეკლამის ბაზარზე და ის ქვეყანაში 1995 წლიდან ოპერირებს.
Premium (medium?)

Normal

ერთ მხარე ღია იქნებაო და ავტობუსს, არ მოეფარებაო... სამაგიეროდ ტაბლოს ეფარება.
ბარემ, ტაბლოც გადმოედგათ
https://on.ge/story/1622-%E1%83%97%E1%83%91...%83%A7%E1%83%9D

http://www.skyscrapercity.com/showpost.php...6&postcount=537
http://idnews.ge/index.php?newsid=797



© AUTOCRAT
https://www.forum.ge/?showtopic=34887485&vi...post&p=48718036
http://www.city.kvira.ge/2016/09/29/%E1%83...83%9D%E1%83%A1/