გუშინ და დღეს ვიმგზავრე აეროპორტისკენ მიმავალი ტრანსპორტით; (იქით-აქეთ) ორივეჯერ პრობლემა შემეფეთა.
ჯერ იყო, და როცა მივედით 26 თებერვალს ღამის 23:10-ზე, ტაბლო არ მუშაობდა და არ აჩვენებდა რამდენი ხანი სჭირდებოდა მოსვლას; მოვიდა ავტობუსი, ჩამოსხა მგზავრები და წავიდა ფარეხში. დაახლოებით ნახევარი საათი ველოდეთ გარეთ (თან კარგად ციოდა : ))) ) ; კვირა დღეა; ტაბლოები არ მუშაობს; ცხელ ხაზზე ვრეკავ, არ მუშაობს, უკვე ტაქსზე დავიწყეთ საუბარი და ვაპირებდით წასვლას, რომ მოვიდა როგორც იქნა ავტობუსი და დავჯექით შუა კარებთან, ბილეთების ასაღები აპარატთან სკამები რომაა იმაზე. რაღაცაზე ვლაპარაკობდით და ხელი ავიქნიე საუბრისას და რაღაც მეჩხვლიტა : ))) მეთქი რა არის ეს? შვხედე ბილეთის ასაღებ აპარატს და მეთქი ეჰჰჰ, უკნიდან ისე იყო დამაგრებული, რომ ცივი იარაღად გამოდგებოდა ეს; "კრონშტეინები" თუ რაც ქვია ის ნაწილები იყო მეტალის გალესილი პირებით; ეს გალესილი მეტალები არ იყო ბოლომდე მიმჯდარი ზედაპირზე და ჰაერიში იყო გამოკიდებული; მოკლედ, მაგრად გადავრჩი რომ ხელი არ გავიხიე; ავტობუსის ნომერია: TT-038-CB (1038)
ფოტოს ხარისხი ვერ არის კარგი, თუმცა წარმოდგენის შექმნისთვის გამოდგება ალბათ: მარცხენა კრონშტეინს, რეზინაც არ ააქვს დატანებული და რკინა რკინაზეა გაკეთებული : )))) მარჯვენას კი აქვს რეზინა, ეტყობა გაუთავდათ მარცხენისთვის? : )))

მეორე პრობლემა, უკვე 27 თებერვალია, (დღეს დილით ანუ), ადრიანი დილა, 5:30-ის რეისი, აეროპორტი-ვაგზალი; ესე იგი, როგორც კი მოვიდა ეს ავტობუსი მაშინათვე ავვარდით, ციოდა; იყო 5: 22 დაახლოებით, ხალხი მოყვა ავტობუსს, რომლებსაც ეძინათ, არც ჩამოსულან ბოლო გაჩერებაზე, აეროპორტში; წამოვიდნენ უკან ვაგზალზე; თავიდან არ მივაქციე ყურადღება, მაგრამ, მერე ცოტა რომ გავთბი, მივიხედე-მოვიხედე და 7-8 "ბომჟი" კოხტად ზიან ჭადრაკის დაფისებურად ავტობუსში : )) (ანუ, "მთელი ავტობუსი" უკავიათ, სტრატეგიული ადგილები ) ზოგს თავი კოხტად მიუდია შუშაზე და სძინავს; ზოგს ზის და ფეხები დაწყობილი აქვს რკინის მოაჯირებზე; მოკლედ, "ბომჟ ფართი" იყო; მეთქი, რა ხდება? არადა, ამოვიდა არაერთი მგზავრი, უცხოელი მათ შორის და აშკარად უხერხულობა იგრძნობოდა, როცა ჩამოძენძილი, წვერმოშვებული, მძაფრი სუნის ადამიანი შემოგყურებს დაჟინებით; თან, სავარაუდოდ ზოგიერთ ბომჟს "თავი ქუდში გონია" როცა 37-ში ზის და ბილეთების აღებაში "ეხმარებოდნენ" სტუმრებს; სამწუხაროდ, არცერთი ვერ საუბრობდა ინგლისურად და მუნჯურად, ხელების ქნევით რაღაც მოძრაობებით (ცოტა შემაშინებლადაც) კომუნიკაციობდნენ.
მე მეცოდება ყველა ვისაც უჭირს; ბომჟი-უსახლკაროც მათ შორის, რომელსაც არ აქვს სახლი და ქუჩაში სძინავს; მაგრამ, თუკი # 137 მათი საწოლია ღამის განმავლობაში, და ეს ნორმად გახდა , მაშინ ეს მოვლენა ნორმალური ნაღდად არ არის; ყველაფერის თავისი ადგილი და დრო აქვს.
თან, ვაგზალზე რომ ჩავედით, მძღოლმა კი წამოაძახა ამ ბომჟებს, დაცალეთ ავტობუსიო; რამოდენიმე ჩამოვიდა (უკვე თენდებოდა და ალბათ იმიტომ, თორე შეიძლება არ ჩამოსულიყვნენ) რამოდენიმემ ყურიც არ შეიბერტყა, ისევ ისე გააგრძელეს ძილი როგორც მანამდე და გაყვნენ რეისს აეროპორტის მიმართულებით.
არადა, ამას რასაც ვყვები, მე არ დავიჯერებდი სხვას რომ ეთქვა და ვიტყოდი, იგონებს რაღაცას თქო; ჩემი თვალით ვნახე, ჩემი თვალით : ))))
დავიჯერო არ იცის ამ პრობლემების შესახებ მონიტორინგის სამსახურმა? ჰმმ, თუ არ იცის ეს პრობლემაა; თუ იცის, და ვერ აგვარებენ პრობლემას, ესეც დიდი პრობლემაა.
მოკლედ, ფორუმზე ვინმე შემოდის სატრანსპორტო კომპანიიდან? ან ისეთI ადამიანი, ვინც მიაწვდენს მათ ხმას და ამ საკითხებს ეტყვის?
This post has been edited by მაჰათმა განდი on 27 Feb 2017, 19:50
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".