კონკრეტულად როდიდან დაიწყება ახალი ავტობუსების შემოყვანა და რომელ მარშრუტებზე გამოჩნდება პირველი ავტობუსები?
- იწყება თბილისის ავტობუსების ჩანაცვლების პირველი ეტაპი.
სექტემბრის ბოლოს დაიწყება ავტობუსების შემოყვანა, 10 ერთეული იქნება შემოყვანილი და ამის მერე გაწერილია თვეების მიხედვით და თებერვალში უნდა დასრულდეს 143 ახალი ავტობუსის შემოყვანა. პირველ ეტაპზე ისინი გრძელ დისტანციებზე ივლის, სადაც ყველაზე მეტად დგას 12 მეტრიანი ავტობუსების საჭიროება.
- ხომ არ შეიცვლება გადახდის პრინციპი და ტარიფი?
- ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა არ განიხილება.
გადახდის სისტემა ახალ ავტობუსებშიც დღეს არსებული სისტემის ანალოგიური იქნება.
EBRD-ის ნაწილი არ მოიცვას მხოლოდ ავტობუსების შესყიდვას, იქ არის ახალი სამარშუტო სქემის პროექტები და ასევე გაბილეთიანების და გამრიცხველიანების პროექტი, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა და ეტაპობრივად მისი დანერგვაც მოხდება.
დღევანდელი სამარშუტო ხაზები შესაძლოა შეიცვალოს და ეფექტური გახდეს, იქნება მარშრუტების გადალაგება. დღეს მეტროს და ავტობუსების ხაზი ემთხვევა ერთმანეთს - ეფექტური სამარშრუტო სქემა კი გულისხმოს შემავსებლის როლის გაძლიერებას, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ერთმანეთი უნდა შეავსოს და არა ერთმანეთის მგზავრები გადაიბიროს.
- მძღოლების კვალიფიკაციის ამაღლება მოხდება?
- ახალი ავტობუსებს ჭირდებათ გადამზადებული მძღოლები და ეს გადამზადება მოხდება.
- ახალი ავტობუსებისთვის ახალი ავტობაზის მშენებლობა იგეგმებოდა...
- ახალი ბაზის მშენებლობა დღის წესრიგში არის, და ეს მოხდება დიღომში ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე. დაწყებულია სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ავტობუსების პარკინგს, ადმინისტრაციულ ნაწილს, მომსახურებას.
http://commersant.ge/?m=5&news_id=39268