» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
QUOTE |
თქვენ არ იცით რას ნიშნავს დაჯავშნული |
დავწერე რასაც ნიშნავს, ავტობუსში, ეტლით მოსარგებლის შემთხვევაში და დავდე ფაქტები.
ლექსიკონით უნდა ვილაპარაკოთ? ფაქტები, თუ შეიძლება.
რადგან დაჯავშნა სასტუმროსა და რესტორანში სხვა რამეს გულისხმობს, ეს არ ნიშნავს რომ ავტობუსში ავტომატურად მაგით უნდა იხელმძღვანელო.
მასე, მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთს თუ დაჯავშნი, რამდენიმე საათით ადრე, თუ არ გამოიყენებ, იმ ბილეთს ავტომატურად გაგიყიდიან, რადგან სხვას სჭირდება.
ანუ, დაჯავშნა, განიჭებს უპირატესობას, თუ გამოცხადდები - თუ არა, მაშინ სხვა ისარგებლებს.
ახლა რა, უნდა ვიმარჩიელოთ, ჯავშნის რომელი ტიპი შეესაბამება ავტობუსს და ეტლით მოსარგებლეს?!
QUOTE |
რადგან ლონდონში ასეთი რამ ხდება, თბილისმაც მხარი უნდა აუბას ხომ? |
არა, ლოგიკაა ელემენტარული.
რადგან ლონდონში, სადაც განვითარებული აქვთ სატრანსპორტო ქსელი და შეგნება - იქაც კი არის ასეთი შემთხვევები, ე.ი. კულტურის ბრალი კი არა, ჩვეულებრივი შემთხვევა ყოფილა, რომელიც ყველგან შეიძლება მოხდეს, გააჩნია, როგორ არის სატრანსპორტო სისტემა დარეგულირებული, სადაც ცუდადაა, იქ მეტი ხდება, სადაც კარგად, იქ ნაკლები - მაგრამ მთავარია ხდება.
QUOTE |
ფაქტები თქვენ მოგყავთ, რომ ევროპაშიც გადაჭედილია ტრანსპორტი |
ეს ამას მოვაყოლე
QUOTE |
ევროპაში სად ნახეთ, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში, გადავსებული ავტობუსები? |
ანუ, რიტორიკული კითხვის მეშვეობით იყო აღნიშნული, რომ არ არისო იქ გადავსებულიო, ეს უბრალოდ, ქართული უკულტურობისთვის დამახასიათებელიაო.
მე კიდევ დავდე, რომ იქაც არის, რაც ნიშნავს რომ უკულტურობის გამოვლინება კი არა, ჩვეულებრივ, სამგზავრო გადაყვანისთვის დამახასიათებელი მოვლენა ყოფილა.
რომელიც ყველგან ხდება, კულტურის, ეროვნების, ეთნიკურობის და განვითარების მიუხედავად.
ამის საპირისპიროდ არგუმენტი, რომ თურმე ლონდოლებელიც უკულტუროები და შეუგნებლები არია, მგონი სასაცილოც არაა.
QUOTE |
ევროპასთან შედარება დაიწყეთ, რაზედაც გიპასუხეთ, რომ ქვეყანამ არავის არ უნდა მიბაძოს |
ხოდა, უაზრო პასუხია. მიბაძვა და შედარება, სხვადასხვა რამეა.
მიბაძვა ნიშნავს, ყოველგვარი საფუძვლის და გააზრების გარეშე, რაღაცის ზედაპირულად გამეორებას.
ხოლო, ევროპის წამყვანი ქყვეყნები, კი ლიდერები არიან სატრანსპორტო გადაყვანის სფეროში, რაც ემპირიულად დასტურდება და ფაქტებში გამოიხატება, შესაბამისად გვაქვს საფუძველი, რომ მათი შემუშავებული წესებიც, მივიღოთ ხარისხის სტანდარტად - თუ როგორ უნდა ხდებოდეს მგზავრთა გადაყვანა, მაქსიმალური შედეგის მისაღებად.
QUOTE |
მაზე გიფიქრიათ, როდესაც ორ რამეს ადარებთ, ორივე ერთ კატეგორიაში რომ უნდა გადიოდეს? სად ევროპელთა, როგორც თქვენ აღნიშნავთ განვითარებულთა, აზროვნება და სად ქართული? როგორ უნდა შეიგუოს ევროპული სტანდარტი იმ ხალხმა, რომელმაც მიშას და ბიძინას გარდა არაფერი არ იცის? |
ხო, ეგ იცი, რომელი ზღაპრიდანაა? ღვედების კანონი რომ უნდა მიეღოთ და მძღოლებმა რომ დაიწყეს ქართველებს ვერ დაგვაბამთო, ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართო.
კანონის აღსრულება დაიწყეს თუ არა, მეორე დღეს, სულ ყველა დაბმული იყო და ტაქსის კარი არ მქონდა გაღებული რომ მძღოლი მომმართავდა, შენც გადაიკარიო.
ასე რომ არ გვინდა რა, ეგ "რიჟა ბაზარი" - კატეგორიებზე, კულტურაზე და შეგნებაზე. ყველაფერი რაც საჭიროა, მშვენივრად მოერგება ქართულს.
უბრალოდ პირველ რიგში აუცილებელია ნება - და მერე აღსრულება.
მასე, პატრულიც წარმოუდგენელი იყო ქართველებისთვის, შუქნიშნის ზოლზე გაჩერებაც და სასწრაფოსთვის საცობში გზის დათმობაც, მაგრამ როცა მოინდომა, ან ხელისუფლებამ, ან საზოგადოებამ, მშვენივრად გაკეთდა.
ევროპელები, შეგნებულები, კულტურულები და განვითარებულები კი არ გაჩენილან, იმათმაც მოინდომეს და გააკეთეს.
რამდენიმე საუკუნის წინ, ისე აწამებდნენ ხალხს, აცტეკებსაც კი არ დაესიზმრებოდათ, ხოლო პარლამენტი და თანასწორობა, საუკუნეებით ადრე ჩვენც გვქონდა, ვიდრე ეგენი გონს მოვიდოდნენ.
აბა, თუ არ მოინდომებ და იძახებ, ქართველები სხვა ხალხი ვართო, მასე თავისით, ნამდვილად არ მოვა კულტურა და შეგნება.
QUOTE |
პირადად თქვენს აზროვნებაში ჩაკეტილობა შეიმჩნევა. თემა ავტობუსებზეა და ავტობუსების იქეთ ვეღარ აზროვნებთ |

- გაღმით შეედავე, გამოღმით შეგრჩებაო
ჩემს აზროვნებაში კი არ შეიმჩნევა ჩაკეტილობა, თქვენს აზროვნებაში შეიმჩნევა არგუმენტების სიმწირე და სხვადასხვა საკითხებზე მიდებ-მოდებით ცდილობთ, რაღაც დასკვნების შეკოწიწებას.
QUOTE |
სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მაგალითები მოგყავთ |
სხვადასხვა ქვეყენების არა, სამაგალითო ქვეყნების, სადაც მაღალ დონეზეა აყვანილი, სამგზავრო გადაყვანები.
კონგოს მაგალითი კი არ მომყავს.
QUOTE |
საერთოდ არ ფიქრობთ ქართულ საზოგადოებასთან რა კავშირი აქვს განვითარებული ქვეყნების მოქალაქეთა აზროვნებას |
ის კავშირი აქვს, რომ განვითარებული ქვეყნის მოქალაქეთა აზროვნება, განვითარებულია, ჩვენი კი ჯერ არა და მათი მაგალითით ხელმძღვანელობით და ევროპული პრაქტიკის დანერგვით, უნდა ავიმაღლოთ მათ დონემდე.
QUOTE |
ქართველი ხალხი განვითარებული ქვეყნების დონეზე ვერასდროს მივა |
თუ ისევე იფიქრებენ, როგორც თქვენ, ნამდვილად.
QUOTE |
ყველაფერში მიმბაძველ ერს არაფერი არ ეშველება. |
მიმბაძველი შეიძლება ვერა, მაგრამ სხვისი მაგალითების გამომყენებელი და შეცდომების გამთვალისწინებელი, აუცილებლად.
QUOTE |
ამაზე არასდროს არ გექნებათ ნაფიქრი |
ამას ძალიან ხშირად ახსენებ, და მგონი, ზედმეტად დიდი შეხედულება გაქვთ, საკუთარ გონებაზე და ძალიან დაბალი სხვებზე, ეს კი კარგად ნამდვილად არ მეტყველებს ადამიანის შეგნებასა და კულტურაზე და ასეთი ადამიანი რომ სხვების შეგნებასა და კულტურაზე საუბრობს, ცოტა არ იყოს არადამაჯერებელია.
ხოდა, ვის რაზე აქვს ნაფიქრი და რაზე არა, ეს ჩანს ფაქტებით საუბარსა და არგუმენტირებაში, კომენტარები აღარაა საჭირო.
QUOTE |
იმ ფოტოზე გამაფრთხილებელი წარწერა წაიკითხეთ, მერე შეადარეთ თბილისის ავტობუსებში გაკრულ წარწერას. თბილისში პირდაპირ წერია, რომ დაჯავშნულია ეტლისთვის და არაფერი სხვა, იქაც იგივე წერია? |
რა თქმა უნდა იგივე წერია this space is reserved

თუ მხოლოდ მათთვის იქნებოდა, მაშინ რესტორანში დადგმული "Reserved" კი არა, "wheelchair users only" ეწერებოდა - ჩანს, განსხვავება?
ე.ი. მე ფაქტებით, ეგ წამოყენებული ჰიპოთეზები უნდა უარვყო ხოლმე? უფრო არგუმენტირებულად რომ ისაუბროთ, არა?
QUOTE |
თქვენ ჩემზე არაფერი არ იცით. ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე ასე გიპასუხებთ. კომპიუტერი ჰაი-ჰარად არ შექმნილა, აზროვნების შედეგად რაღაც X-ზე აშენდა. ის X თავისთავად არ შექმნილა, X-1-ზე დაშენდა. ის X-1 კი X-2-ზე და ა.შ. თუ კომპიუტერს დავარქმევთ X+1-ს, თქვენთვის ის მუდამ იქნება განვითარებული სამყაროს მიერ შექმნილი X+1. თუ თქვენ ამ X+1-ის დახმარებით რაღაც N-1-ს შექმნით, ეს განვითარებული სამყაროს შექმნილი იქნება თუ თქვენი? იფიქრეთ ამაზე, პასუხი შეგიძლიათ მოგვიანებით მოიწეროთ. |
ხოდა, ავტობუსში პრიორიტეტის განსაზღვრის და დგომის წესის სახით, უკვე გვაქვს განვითარებული სამყაროს მიერ შექმნილი X+1.
რომელიც პრაქტიკიდან ჩანს, რომ მაღალ დონემდეა მიყვანილი. ასე რომ, მაგის ალტერნატივაზე უაზრო ფიქრს, ჯობია ვისარგებლოთ მისით.
QUOTE |
აზროვნების სერიოზული პრობლემა გაქვთ |
ხო, შეგნებაზე და ზნეობაზე, ზემოთ მეწერა, ხოლო ადამიანს პოლემიკაც რომ არ შეუძლია და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადის, იმას უკვე აშკარად ეტყობა რა და როგორი პრობლემა აქვს.