გეტყობა რომ უეჭველად ქოცი იქნები, აბა რაებს წერ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

კაი ხანია ვამბობ, რომ გასატანია ის განყოფილება ცალკე ფორუმად
ისე, კიდევ კარგი მიხვდნენ და კუს ტბას არ შეეხნენ. ეგაც და მთაწმინდაც, ძალიან საჭიროა მოსახლეობისთვის, დახუთული და დაბინძურებული ქალაქიდან, პირდაპირ დაწმენდილ რეკრეაციულ ზოლში ხვდები. ვაკეს კიდევ ჯანდაბას, პარკებიც გაქვს, აი რუსთაველის მაგ ნაწილისთვის და მარჯანიშვილ/აღმაშენებლისთვის, ერთადერთი გამოსავალია და აუცილებელიც.
რიყის საბაგირო კი რა უაზრობაა, ერთხელ ვიყავი და ისიც უკან ჩამოვედი. პრინციპში, ქვევით უფრო უაზრობაა, ირგვლივ რომ ყველა მხრიდან ტრასები დაგდის, ეგეთი პარკის დედაც ვატირე. ხეები ამინც გააშენონ, თუმცა ვერეს გზაზე ისე გააშენეს, ჯობია აღარაფერი ქნან. არადა, არ იყო ცუდი იდეა, მწვანე საფარით იზოლირება და პარკის გაშენება მანდ, ამდენი მდინარე გვაქვს და ვერაფერში ვიყენებთ.