ავტორები და თარიღები ფოტოებსაც აწერია და ბუნებრივია ბევრად დაპატარავებული ზომებია.მარტვილი - ჭყონდიდის ეპარქია 1985
მაღლივი - ბაგები 1990
მწვანე კონცხი - სანატორიუმი აჭარა 1966
ელიავა - სააკაძე 1970
გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკი 1971
რუსთავი - იაღლუჯას მთა 1978
ვაკე - კუს ტბა 1975
ვაკე - კუს ტბა 1990
რუსთაველი - მთაწმინდა 1967
რუსთაველი - მთაწმინდა 1967
რუსთაველი - მთაწმინდა 1970
რუსთაველი - მთაწმინდა 1971
* * *
5. საჰაერო-საბაგირო ტრანსპორტი;
5.1. საჰაერო ტრანსპორტი
თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის პოტენციალს განაპირობებს აეროპორტის დამატებითი საფრენი ბილიკებითა და მისადგომებით უზრუნველყოფა. ზრდის პოტენციალი ასევე მდგომარეობს დღის განმავლობაში ოპერირების ხანგრძლივობის გაზრდით, სადაც არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი მისადგომის ტევადობა მაქსიმალურად იქნება ათვისებული უფრო მეტი დროით. დღეისათვის, დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, შეინარჩუნოს მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა, განსაკუთრებით ასაფრენი ბილიკის ბოლოებსა და მის სამხრეთ ნაწილში. შეზღუდული აეროდრომის პირობებში ასევე შესაძლებელია უფრო მოდულარული ტერმინალის შექმნა, რომელიც შეძლებდა დამატებითი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფას მოთხოვნის შესაბამისად.
5.2. საბაგირო ტრანსპორტი
ისტორია
ეკოლოგიურად სუფთა, სპეციალური ტრანსპორტის განვითარება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლებოდა. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო ტექნიკური განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა მთიანი რაიონების ძნელად მისასვლელი ობიექტებისათვის ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტის (საბაგირო, საბაგირო-რელსური, მონორელსური) და მისი ავტომატიზირებული მართვის სისტემების კვლევის, დამუშავებისა და ფართოდ დანერგვის სამუშაოების შესრულება, საერთაშორისო მოთხოვნების დონეზე. ტრადიციულად ბაგირგზების კერად საქართველოში თბილისთან ერთად ჭიათურა ითვლებოდა. აქ დღემდე 20-მდე სამგზავრო ბაგირგზა მუშაობს, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა მუშა – მოსამსახურეების გადაყვანა გარეუბნიდან მაღაროებამდე.
2016 წელს, საკონსულტაციო კომპანია SYSTRA-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში (საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაკვეთა), რომელიც წარმოადგენს საბაგირო ტრანსპორტის განვითარების გენერალურ გეგმას, აღწერილია 10 საბაგირო დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ამ 10 დერეფნიდან 4 უკვე არსებული (მე-20 საუკუნე) და არაფუნქციონირებადი საბაგირო მარშრუტია, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად აქტუალური და სახასიათოა აღნიშნული ტრანპორტის სახეობა ქალაქი თბილისისთვის, მით უფრო - მისი მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე.
არსებული მდგომარეობა
დოკუმენტში მოცემულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯამში მოიცავს 10 საბაგირო დერეფნის განვითარების პერსპექტივას.
2012 წელს ქალაქ თბილისს შეემატა კიდევ ერთი და იმ დროისათვის ერთადერთი საბაგირო მარშრუტი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ნარიყალას ციხესიმაგრესა და რიყის პარკს. მისი დანიშნულება მხოლოდ ტურისტული ხასიათისაა.
ამ დროისათვის უკვე მუშაობს ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტი (2016 წლის ოქტომბრიდან), მშენებლობის პროცესშია უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტი, ფუნიკულიორი სამუშაოების დაწყების ეტაპზეა, სამგორისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელ საბაგირო მარშრუტთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შემუშავებაზე, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
შესაძლებლობები
ზემოთხსენებული კვლევის შედეგად, პირველ ეტაპზე, ათივე გამოკვლეულ საბაგირო დერეფანზე შემუშავებულია რამდენიმე სცენარი. შემდგომ ეტაპზე, რთული მეთოდოლოგიური გამოთვლებისა და ყველა აუცილებელი კრიტერიუმის გათვალისწინებით გამოიკვეთა მათგან ყველაზე ეფექტური და მომგებიანი სცენარები მოკლევადიან პერიოდში:
სამგორი - ვაზისუბანი;
ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო (სცენარი 1);
ახმეტელის თეატრი - ზღვისუბნის დასახლება.
ამ ჩამონათვალს მთავარი საერთო კრიტერიუმი გააჩნია: მასიური პოტენციური ტრანზიტი. დანარჩენი 7 გამოკვლეული დერეფანი ხასიათდება ნაკლები სატრანზიტო მიზნობრიობითა და/ან მეტი სანახაობრივი და ტურისტული პოტენციალით:
სამგორი - ვაზისუბანი;
მეტროს სადგური უნივერსიტეტი - სტუდენტური საცხოვრებელი (მომავალის პერსპექტივაში გაგრძელება წყნეთამდე);
ვაჟა-ფშაველა - ბაგები (მომავალის პერსპექტივაში გაგრძელება წყნეთამდე);
ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო (სცენარი 2);
დიდუბე - ვაშლიჯვარი (მომავალის პერსპექტივაში გაგრძელება ლისის ტბამდე);
სადგურის მოედანი - ლოტკინი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება თბილისის ზღვამდე);
ახმეტელის თეატრი - ზღვისუბნის დასახლება.
This post has been edited by TramwayMan on 13 Jul 2017, 02:46