ახალი ტენდერი
ბაგირის დეფექტოსკოპი (თანმდევი მომსახურებით)
აქ კი ჩვენი თბილისის საბაგიროების ბაგირების ტექნიკური მონაცემები>
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...code=1549535412ტექნიკური დავალება
საბაგირო გზების მზიდი, საწევი და მზიდ-საწევი ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციური დეფექტოსკოპი (თანმდევი მომსახურებით)
„რიყე-ნარიყალას“, „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის“ და „უნივერსიტეტის კომპლექსისტუდქალაქი ბაგების“ დეფექტოსკოპიური კვლევის შესყიდვა
ზოგადი ნაწილი
მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიურ კვლევას ექვემდებარება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილი საბგირო გზების: „რიყე-ნარიყალას“, „ჭავჭავაძის გამზირიკუს ტბის“ და „უნივერსიტეტის კომპლექსი სტუდქალაქი ბაგების“ საბაგირო გზების მზიდი, საწევი და მზიდ-საწევი ბაგირები. კვლევის მიზანს წარმოადგენს ბაგირის მთელ პერიმეტრზე და განსაკუთრებით ჩაქსოვის ადგილში მავთულების შესაძლო წყვეტის, ბაგირის დიამეტრის შესაძლო ცვლილების, კოროზიის ან ბაგირის შესაბამის სტანდართან შესაძლო რაიმე შეუსაბამობის დადგენა.
კვლევის დასრულების შემდეგ არებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნა, რომელშიც ასახული იქნება ბაგირის ფაქტიური მდგომარეობა და მოქმედ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის შეფასება. დასკვნა შედგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად, უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
კვლევას დაქვემდებარებული საბგირო გზების ბაგირების მოკლე აღწერილობა
1. „რიყე-ნარიყალას“ საბგირო გზა
„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მდებარეობს ქალაქ თბილისში და წარმოადგენს თვითმოხსნადმომჭერებიან წრიულ საბაგირო გზას. საბაგირო გზის სადგურებს შორის დონეთა სხვაობა არის 94 მ. გზის სიგრძე შეადგენს 508 მ. საბაგირო გზას გააჩნია სამი საყრდენი ანძა. საბაგირო გზაზე გამოყენებულია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე ფოლადის წნული
მზიდ-საწევი ბაგირი:
აღნიშვნა: 42.0 6xK25F-SPC-I 2060 B zZ
დიამეტრი: 42 მმ.
მწარმოებელი:“ Fatzer“
მთლიანი სიგრძე: 1050-1070 მეტრი,
სტანდარტი: „EN 12385-8“ (2002 წელი).
2. „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის“ საბაგირო გზა
„ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის“ საბაგირო გზა მდებარეობს ქალაქ თბილისში და წარმოადგენს ორხაზიან, ორბაგირიან ქანქარისებურ საბაგირო გზას. საბაგირო გზის სადგურებს შორის დონეთა სხვაობა არის 233 მ. გზის სიგრძე შეადგენს 1140 მ. საბაგირო გზას არ გააჩნია საყრდენი ანძები. საბაგირო გზაზე გამოყენებულია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე ფოლადის დახურული მზიდი და წნული საწევი ბაგირები:
მზიდი ბაგირი:
ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმოების „ГОСТ 7675-73“ სტანდარტის შესაბამისი ფოლადის
დახურული ბაგირი.
დიამეტრი: 45 მმ.
მთლიანი სიგრძე: 2x1250 მეტრი;
გამწევი ბაგირი:
აღნიშვნა: 19,5 6x19S-SFC 1770 B sZ
დიამეტრი: 19,5 მმ.
მწარმოებელი: „Fatzer“
სიგრძე: 2x1250 მეტრი.
სტანდარტი:“EN 12385-8“ (2002 წელი).
3. „უნივერსიტეტის კომპლექსი-სტუდქალაქი ბაგების“ საბაგირო გზა
„უნივერსიტეტის კომპლექსი-სტუდქალაქი ბაგების“ საბაგირო გზა მდებარეობს ქალაქ თბილისში და წარმოადგენს ორხაზიან, ორბაგირიან ქანქარისებურ საბაგირო გზას. საბაგირო გზის სადგურებს შორის დონეთა სხვაობა არის 10 მ. გზის სიგრძე შეადგენს 334 მ. საბაგირო გზას არ გააჩნია საყრდენი ანძები. საბაგირო გზაზე გამოყენებულია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე ფოლადის დახურული მზიდი და წნული საწევი ბაგირები:
მზიდი ბაგირი:
რუსეთის წარმოების „ГОСТ 7675-73“ სტანდარტის შესაბამისი ფოლადის დახურული ბაგირი.
დიამეტრი: 51 მმ.
მთლიანი სიგრძე: 2x400 მეტრი;
გამწევი ბაგირი:
რუსეთის წარმოების „ГОСТ 2688-80“ სტანდარტის შესაბამისი ფოლადის დახურული ბაგირი.
დიამეტრი: 16,5 მმ.
მთლიანი სიგრძე: 2x400 მეტრი;