მე მივწერე გზების დეპარტამენტს და უახლოეს ხანებში გამოცხადდება ტენდერიო. მიწების გამოსყიდვა მიმდინარეობას ახლაო.
* * *
კვირიკაშვილს ეწერა წინასაარჩევნო ზღაპრებში პროექტირდებაო:
https://www.facebook.com/KvirikashviliOffic...?type=3&theaterაღმოსავლეთ-დასავლეთ დამაკავშირებელი მაგისტრალი და მისი ქვე-მარშრუტები.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის დასასრულებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში აშენდება შემდეგი მონაკვეთები:
• თბილისი-ლაგოდეხის ავტობანი:
► ლაგოდეხი - წნორი - ბაკურციხე (56)
► ბაკურციხე - თბილისი - 80კმ მონაკვეთი,
► გურჯაანის შემოვლითი - თელავი 30კმ-იანი მონაკვეთი;
• ზემო ოსიაური - ჩუმათელეთი - 14 კმ მონაკვეთზე 4 ზოლიანი ავტობანი.
• რიკოთის მონაკვეთი - ჩუმათელეთი-არგვეთა - რიკოთის უღელტეხილზე 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება 4-ზოლიანი 53-კილომეტრიანი ავტობანი, რისთვისაც გაიჭრება 40-მდე გვირაბი და აშენდება 90-მდე ხიდი.
• რიკოთის ავტობანის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება ხარაგაულის შემოვლითი გზა - ჩუმათელეთი - ხარაგაული - ძირულა 50კმ-იანი მონაკვეთი,
• ზესტაფონი - ქუთაისის - 4-ზოლიანი 15კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს და დასრულდება 2017 წელს,
• სამტრედია - გრიგოლეთი - აშენდება 51 კმ-იანი 4-ზოლიანი მონაკვეთი, დასრულდება მომავალ ორ წელიწადში;
• გრიგოლეთი - ჩოლოქი 14 კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს პროექტირება;
• ქობულეთის შემოვლითი გზა - მიმდინარეობს 18 კმ მონაკვეთის მშენებლობა,
• ბათუმის შემოვლითი გზა - 14 კმ-იანი მონაკვეთი;
• ბათუმი (ჭოროხი) - სარფი 11 კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს პროექტირება;
• ასევე, აშენდება ანაკლიის და ფოთის პორტების ძირითად მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები:
► გრიგოლეთი - ფოთის 24 კმ-იანი მონაკვეთი,
► სამტრედია - ზუგდიდის შემოვლითი გზა, ანაკლიის პორტის გათვალისწინებით - 90 კმ.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ძირითადი მაგისტრალის გარდა შენდება თბილისი-წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულება:
► თბილისის შემოვლითი გზა - 55კმ
► რუსთავი - წითელი ხიდი 35 კმ
► რუსთავი - სადახლო 40 კმ
► სამივე პროექტზე მიმდინარეობს პროექტირება
ამ მონაკვეთების აშენებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამედროვე სტანდარტების გზას:
► წითელი ხიდი - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
► წითელი ხიდი - სარფი - მგზავრობის დრო შემცირდება 2 სთ-ით.
► წითელი ხიდი - ფოთი - მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ-ით.
► სადახლო - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 3 სთ-ით.
► სადახლო - ფოთი - მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
► სადახლო - სარფი - მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
► ლაგოდეხი - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
► ლაგოდეხი - ფოთი - მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
► ლაგოდეხი-სადახლო - მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ-ით.
მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე უნდა აშენდეს 730 კმ ახალი გზა. სრულად ყველა გზაზე მშენებლობა დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის. ამჟამად არსებული ორზოლიანი გზების ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებად მოდერნიზაციის შემდგომ გადაადგილების სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%-ით, მგზავრობის დრო შემცირდება საშუალოდ 50%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 4-ჯერ.