რაღაცეები დავათვალიერე დღეს ჩუმათელეთი-ხევის გზშ-ში.
მეორე გვირაბის ალტერნატივები. საბოლოოდ აარჩიეს რომ გვერდითვე გაჭრან პარალელური გვირაბი.
ჩუმათელეთი-ხევის გზის ორი ალტერნატივა. პირველი ვარინტი გულისხმობს რიკოთულას ორივე მხარეს მოძრაობის გაშვებას და შესაბამისად მეორე მიმართულების ასე დამატებას. ხოლოდ მეორე ვარიანტი გულისხმობს არსებული გზის გაფართოებას, მარჯვენა მხარეს არსებული ფერდობების ჩამოჭრის გზით.
როგორც დასკვნაშია ნათქვამი, პირველი ვარინტი სჯობს, იმიტომ რომ ფერდობები ბევრ ადგილასაა დამეწყრილი.

წყარო:
http://www.georoad.ge/uploads/files/ESIA-K...ateleti-GEO.pdf * * *
საპროქტო ზონის 11,2 კმ-იანი მონაკევთი, სოციალურ გარემოზე ზემოქმედების კუთხით
შეიძლება დაიყოს რამდენიმე მონაკვეთად, სადაც სოციალური ზეგავლენის მასშტაბები და
ტიპები განსხვავდება:
1. მონაკვეთი ჩუმათელეთიდან გვირაბის აღმოსავლეთ პორტალამდე (1.5 კმ):
2. შეწყვილებული რიკოთის გვირაბი (1.7 კმ);
3. გვირაბის დასავლეთ პორტალიდან სოფელი ხევის შესასვლელამდე (5 კმ);
4. სოფელი ხევი (3 კმ);
ალტერნატივა 1: ახალი დერეფანი ალტერნატივა 1-ის მიხედვით, მოდერნიზაციის შედეგად გვირაბის დასავლეთ პორტალიდან
პკ7+50-მდე მონაკვეთში აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე საავტომობილო
გადაადგილება მოხდება მდ. რიკოთულას ორივე ნაპირზე. მარჯვენა სანაპიროზე საჭირო არ
არის არსებული გზის დერეფნის მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგრამ მდინარის მარცხენა
სანაპიროზე მოხდება სრულიად ახალი დერეფნის ათვისება.

ალტერნატივა 2: არ მოეწყობა ახალი დერეფანი ალტერნატივა 2 გულისხმობს არსებული დერეფნის გაფართოების ხარჯზე უზრუნველყოს
ორმხრივი მოძრაობა ოთხზოლიან საავტომობილო მაგისტრალზე. არსებული გზის დერეფნის
მორფოლოგიური პირობებიდან გამომდინარე მისი გაფართოება შესაძლებელია მეტწილად
მარჯვენა მხარეს, ფერდობების ჩამოჭრის, დამატებითი ხიდების, გვირაბების ან
ნახევარგვირაბების მშენებლობის გზით. მარცხენა მხარეს გაედინება მდ. რიკოთულა და
შესაბამისად დერეფნის გაფართოების შესაძლებლობა შეზღუდულია.

ესეც დასკვნა, რატომ ჯობია პირველი ვარიანტი: შემოთავაზებული ალტერნატივებიდან უკეთესი ვარიანტის შერჩევისას, პირველ რიგში
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საპროექტო დერეფნის გეოლოგიური აგებულება და
გეოლოგიური საშიშროება და მოსალოდნელი გართულებები ავტომაგისტრალების
მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე.
არსებული გზის მიმდებარედ (მდ. რიკოთულას მარჯვენა ნაპირზე) ფიქსირდება რამდენიმე
აქტიური მეწყრული უბანი. აქ წარმოდგენილია ძალიან ციცაბო ფერდობები. ამ უბანზე მაღალი
სიმძლავრის საგები ქანი არ ფიქსირდება და შესაბამისად, გრავიტაციული მოვლენები საკმაოდ
ძლიერია. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში (2014 წელს) ადგილი ჰქონდა
რამდენიმე მეწყრის გააქტიურებას, რომლის დროსაც ჩამოიშალა რამდენიმე ათასი კუბური
მეტრი მიწა და ქანი და მთლიანად ჩახერგა მაგისტრალი, რამაც გამოიწვია სატრანსპორტო
მოძრაობის პარალიზება გარკვეული დროით. ჩამოშლილი მასა გამოყენებული იქნა გზის
გასაფართოებლად მდ. რიკოთულას კალაპოტის მიმართულებით, რადგან მეწყრული უბნების
დამატებითი ჩამოჭრა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.
ზემოთ მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, მე-2 ალტერნატივა ხასიათდება
მნიშვნელოვანი ნაკლით არახელსაყრელი გეომორფოლოგიური პირობებისა და მეწყრული
უბნების გამო. გზის გაფართოებისას საჭირო გახდება საკმაოდ მაღალი და ციცაბო ფერდობების
ჩამოჭრა ფერდობების სტაბილიზაციის მიზნით, რაც დაკავშირებული იქნება ფუჭი ქანის
მნიშვნელოვანი მასის წარმოქმნასთან. იმ შემთხვევაში, თუ ნაგავსაყრელის ადგილის შერჩევა
რთული აღმოჩნდა საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს, ფუჭი ქანის მართვისას წამოიჭრება
დამატებითი ეკოლოგიური პრობლემები. გარდა ამისა, ფერდობის დატერასება სავარაუდოდ,
არ იქნება საკმარისი გზაზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად. უფრო მეტად
მოსალოდნელია, რომ საჭირო გახდება დამატებითი, უფრო ძვირადღირებული დამცავი
კონსტრუქციების მოწყობა.
1-ლი ალტერნატივის შემთხვევაში არსებული გზის მიმდებარედ მეწყრული მასების გატანისა
და ციცაბო ფერდების ჩამოჭრის აუცილებლობა ნაკლებად იქნება. დამცავი კონსტრუქციები
მოეწყობა მხოლოდ გარკვეულ ადგილებზე რეკონსტრუქციის პროცესში.
მდ. რიკოთულას მარცხენა ნაპირი, სადაც დაგეგმილია ორსავალზოლიანი ავტომაგისტრალის
მოწყობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ტრანსპორტისთვის, გატყიანებულია.
შესაბამისად, მეწყრული უბნების არსებობა ამ დერეფანში ნაკლებ მოსალოდნელია. თუმცა,
გაუტყეურებამ და მიწის სამუშაოებმა შეიძლება გამოიწვიოს მეწყრის ახალი უბნების
წარმოქმნა. სავარაუდოდ, შედარებით სწორი რელიეფის გამო, მსხვილმასშტაბიან პროცესებს
ადგილი არ ექნება. გარდა ამისა, დერეფნის საჭირო სიგანეც ბევრად ნაკლები იქნება. გზის
ყრილები მოეწყობა ფერდობების ჩამოჭრითა და ნაგავსაყრელების მოწყობით მდ. რიკოთულას
ნაპირზე. ზემოდან გადასასვლელების მოწყობა გათვალისწინებულია ზოგიერთ ადგილას (იმ
უბნებზე, სადაც იკვეთება მცირე ზომის ხევები). ზემოთქმულის გათვალისწინებით, საშიში
გეოდინამიკური პროცესების განვითარების რისკი ნაკლებია 1-ლი ალტერნატივის
შემთხვევაში.
მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რის გამოც ალტერნატივა 1-ს უპირატესობა ენიჭება, არის
სატრანსპორტო ნაკადის მართვა მშენებლობის ეტაპზე:
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ალტერნატივა 1 უკეთესია გეომორფოლოგიური
პირობებისა და სატრანსპორტო ნაკადის მართვის თვალსაზრისით მშენებლობის ეტაპზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში მოხდება მდ. რიკოთულას გატყიანებული ფერდობის
გამოყენება, უარყოფითი ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე ეფექტურად შემცირდება
გარემოზე ზემოქმედების შერბილების მიზანმიმართული ზომების გამოყენების ხარჯზე.
* * *
რაც ყველაზე ძალიან გამიკვირდა, შუა სოფელში (სოფელი ხევი, 3 კმ) აპირებენ მაგისტრალის გაყვანა. რა პონტში შვებიან ეგრე ვერ ვხვდები. ჯერ არ მინახავს სხვაგან სადმე სოფელი ასე ორად გაეყოთ: 7.11.4 სოფელი ხევი - მისასვლელი გზები
როგორც აღვნიშნეთ, სოფელი ხევი განთავსებულია არსებული ავტომაგისტრალის ორივე
მხარეს დაახლოებით 3 კმ-ის სიგრძეზე და ფაქტიურად არსებული ავტომაგისტრალი სოფელს
ორ ნაწილად ყოფს. დღეის მდგომარეობით ავტომაგისტრალიდან სოფელში 12 სამანქანო
გადასახვევია. ასევე, არსებული ავტომაგისტრალის ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე
ფეხით მოსიარულეებისათვის ავტომაგისტრალის გადაკვეთა ნებისმიერ წერტილშია
შესაძლებელი. აღნიშნული აადვილებს სოფლის მოსახლეობისათვის სოფლის ერთი ნაწილიდან
მეორე ნაწილში მოხვედრის შესაძლებლობას.
პროექტის განხორციელების შემდეგ სოფლის მოსახლეობას ავტომობილით ავტომაგისტრალზე
მოხვედრის საშუალება ექნება სოფელ ხევის ცენტრში დაგეგმილი კვანძის მეშვეობით. ხოლო,
ფეხით მოსიარულეებს სოფლის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში გადასვლის საშუალება
ექნება მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელის მეშვეობით, რომლის მშენებლობაც ასევე
დაგეგმილია სოფლის ცენტრში. გამომდინარე ჩქაროსნული ავომაგისტრალის პარამეტრებიდან,
არც ავტომობილებისათვის და არც ფეხით მოსიარულეებისათვის ავტობანიდან სოფელ ხევში ან
სოფლის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში მოხვედრის სხვა საშუალება არ იქნება.
საოცრად გრძელი პოსტი კი გამოვიდა, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ წაიკითხეთ. საინტერესოა
This post has been edited by ZEUS on 19 Feb 2017, 23:40