https://m.facebook.com/story.php?story_fbid...449807021760071017
საავტომობილო გზების დეპარტამენტი E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის არგვეთას სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტი ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე ხორციელდება. არგვეთის სატრანსპორტო კვანძი ზესტაფონის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ არგვეთაში იწყება.
სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, ითვალისწინებს როგორც ძირითადი გზის სატრანსპორტო ნაკადებისათვის მოსაბრუნებლების ფუნქციის შესრულებას, ასევე სოფელ არგვეთის სხვადასხვა მხარის ერთმანეთთან და ავტომაგისტრალთან დაკავშირებას.
ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების, გასავლელების და გზაგამტარის ძირითადი კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
ამ დროისათვის მიმდინარეობს, პროექტით გათვალისწინებული გზაგამტარი ნაგებობების მშენებლობა, კერძოდ რიგელის მოწყობის სამუშაოები, ასევე ორი გასასვლელი ნაგებობისათვის ყრილის დამჭერი რკინა-ბეტონის ფრთების მშენებლობა. ასევე ხორციელდება საგზაო სამოსისათვის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 6 924 842 მილიონ ლარს და 2 588 662 ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში 156 ადამიანი დასაქმდა.
ისე დიდი კვანძი კი ჩანს ვიზუალურად, მაგრამ 15 მილიონზე მეტი რომ ჯდება ეგეც თემაა * * *
http://www.bm.ge/ka/article/chqarosnuli-av...si-gamoyo/15517აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესებისთვის მსოფლიო ბანკმა დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო.
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსების“ შესახებ.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.
პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 16.9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად გათვალისწინებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ჩუმათელეთიდან ხევამდე, დაახლოებით, 11 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორზოლიანი გზის გაუმჯობესება ოთხზოლიან მაგისტრალად.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.