არგვეთის კვანძს გულისხმობ?
მაგას 2017 წლის ბოლოს მოვრჩებითო და კიდევ აკეთებენ?
* * *
https://1tv.ge/news/rikotis-gvirabtan-avari...ni-emskhverpla/რიკოთის გვირაბთან ავარიას ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ავარიის სხვა დეტალები უცნობია. თვითმხილველების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
* * *
https://1tv.ge/news/rikotze-avariashi-monaw...li-dakavebulia/რიკოთის გვირაბთან ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
რიკოთის გვირაბთან ავარიას ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
* * *
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...vebi-arian.htmlრიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანაში, რომელსაც გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები ისხდნენ.
ავარიის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ადგილზევე გარდაიცვალნენ. ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.