ღადაობ და ფასანაური-ბაკურხევი-სნო გზა გავლადია ჯიპით. გუდარეხის ხეობის მხარესაა სერიოზული აღმართები. სნოს მხრიდან ცეერვე ავიდაო.
* * *
მოკლედ ეს 3 დღე 820 კმ ვიარე. მარშუტი ასეთი მქონდა
1) თბილისი-ჩიმათელეთი. ძალიან ცუდ დროს გავედი დილის 11:30 იქნებოდა. გაგანია საცობი. ავტობანზე კიდე არაუშავდა. ხაშურის შესასვლელამდე უკვე საცობი დაიწყო. ამიტომაც ეგრევე პირველივე გრუნტიანი შესახვევით შევედი ხაშურსი მარჯვნივ და ასფალტის გზაზე მერე გადავედი. ვინც არ იცით ამ გზაზე ყველგან არის მინიშნება "ბათუმი" ასე რომ არ უნდა დაიკარგოთ. სედანებისთვის მინუსია ბევრი მწოლიარე პოლიციელი. ჩემ და მოულოდნელად სურამი ძალიან ადვილად გავიარე. ქალაქით არც წავედი.
2) ჩუმათელეთი-მოლითი. შეუკეთებიათ. ბევრგან ყრია ხრეში. მოკლედ შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესი სიტუაციაა. (რკინიგზის მშენებლობაზე იქით თემაში მოვყვები)
3) მოლითი-ხარაგაული. მოლითიდან მარელისამდე გაუბედურებულია. ბევრად ცუდი მდგომარეობაა შარშანდელზე. მარელისიდან იგივეა. "გრეხილი ავეჯის" დასახლებაში ასფალტიც კი დაუკიათ.
4) ვიცოდი რა რიკოთზე რა ნაკადი მელოდა ისევ, და ხარაგაული-ძირულაც რო ცუდ დღეში იყო, თან ახალი გზა მინდოდა მენახა. მოკლედ ხარაგაულიდან გადავუხვიე შ101-ზე (ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაული). მშვენიერი გზაა. კი მიხვეულ მოხვეულია და აღმართ-დაღმართებია მაგრამ ღირს გავლად თუ ხარაგაულში ხარ და დასავლეთისკენ გიწევს წასვლა.
5) ზესტაფონი-სამტრედია. არაფერი საინტერესო. ქუთაისში შევედი საფიჩხიათი მაგრამ მერე მივქარე და სამტრედიასი ქვიტირით წავედი. 40-ით მიზოზინობდა ხალხი ქვიტირში და იანეთში იყო ავარია პატარა.
6) სამტრედია-ჩოხატაური. უკვე გვიანი იყო ალბათ ან არ ვიცი მაგრამ აქ ფაქტიურად არ იყო მანქანები.
7) ჩოხატაური-სურები. ჩოხატაურიდან ბუკისციხემდე ასფალტია. ბუკისციხე-სურები მიდის გზის შეკეთება. ასფალტი დაიგება თუ არა არ ვიცი. ბოლოს თავსურებამდე ასე 4-5 კმ ძველი დანგრეული გზაა არავინ რო არც მიხედავს არასდროს. რაც მომეწონა ოდნავ სადაც კი გასწრების შანსია, ეგრევე წყვეტილია შუაში.
8) თავსურები-შუა გორა. მთავარი მიზანი მთელი ამ სიარულის იყო შუა გორაზე ასვლა.
http://www.mygeorgia.ge/default.aspx?map=S...009498466048,13ჩემთვის ეს იყო უმაგრესი გზა. არც ისე ზალიან რთული (გვქონდა ინფორმაცია რომ2 კვირის წინ მშრალზე ნივა და უაზი ავიდაო), მაგრამ ულამაზესი ტყე. წარმოიდგინეთ წიწვოვანი ჯუნგლები. ალბათ ეგ იქნება ყველაზე მიახლოებული აღწერა. უკანა გზაზე ნისლი ჩამოწვა რამაც მისტიურობა დაუმატა.
9) ჩოხატაური-ოზურგეთი-ლესა-ლანჩხუთი. ჩოხატაური-ოზურგეთზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. გასისინებული ზასფალტის გზაა. მგონი ადრე ცოტა დაზიანებული იყო დვაბზუსთან არ მისული, ახლა გაკეთებულია. ოზურგეთი-ლესა. აქ ბევრგანაა ბეტონი დამეწყრილი/დაზიანებული. მაგრამ ისეთი არაფერი.
10) ლანჩხუთი-ქუთაისი. ჩოხატაურისგან განსხვავებით აქ პირიქითაა ყველაფერი. სულ უწყვეტია იქაც კი სადაც გასწრება შეიძლება. გასაგებია რომ დასახლებული პუნქტია მაგრამ 60-ით რომ გავასწრო რა პრობლემა იქნება? საბედნიეროდ 50-ზე ნელა მიმავალი სატვირთო არ შემხვდა და არც მანქანები იყო ჯერ ბევრი. დაახლოებით 13:00-ზე გავიარე. ქუთაისის შემოვლითზე 90 შეზღუდვა მარაზმია. ისეცად ცალმხრივია. საკმაოდ ორიგინალურადაა ორმხრივი მოძრაობის ნიშნები "გამქრალი". 90 გრადუსით დაატრიალეს და ღარ ჩანს

მე პირადად 100 მეჭირა მთელი გზა. და ალბათ სულ 2-3 მანქანას გავასწარი და ამდენივემ მე ჩამიქროლა. შემოვლითიდან ნიკეასკენ ავუხვიე და ოი საოცრება. გაუკეთებიათ მარა რა გაუკეთებიათ. ჯერ ცალმხრივი 2-2 ზოლიანი გზაა ბეტონის. ქალაქში რომ შეხვალ 3-3 ზოლიანი ხდება მარა რათ გინდა. შეზღუდვაა 50

11) ქუთაისი-ტყიბული. თავიდანვე ისე ვიფიქრეთ (3 მანქანა ვიყავით) რომ უკან ალტერნატიული გზებით უნდა გვევლო. ამიტომაც ქუთაისიდან ავედით ტყიბულში. მშვენიერი გზაა ეგეც. ერთგანაა დამწეყრილი და დაზიანებული. შემოდგომის ფერებში ძალიან ლამაზი უნდა იყოს.
12) ტყიბული-ძევრი-ჭიათურა. აი აქ მოგვივიდა პატარა "იაღლიში". ტყიბულიდან ძევრში ჩავედით და მერე ჭიათურისკენ გზა საიდან მიდდიოდა რუკაზ გარკვევით არ ჩანდა (ეს ოხერი გარმინი, თორე ოსმანდში თურმე მშვენივრად ჩანდა). ადგილობრივებმა ეგრევე არ შეუხვიოთო ცუდი გზააო. 4 კმ-შიაო გადასახვევი. 4 კმ-ში რო ვნახე ისევ ა გზაზე შედიოდა. არა და თურმე 7-8 კმ-ში იწყება შ102. ჩვენ კი ბოსელადან შევუხვიეთ ჩხარისკენ. აქ პატარა გრუნტის მონაკვეთის მერე ასფალტი იყო. ჩხარიდან ზედა ალისუბნამდე ბეტონის გზაა. აი მერე სკანდი-მუჯირეთი-თუზი გრუნტის გზაა მარა ისეთი არაფერი საშინელება. 30-40-ით ივლი ჯიპით. თუზიდან უკვე შ102-ით ვიარეთ კაცხამდე. ზოგან დამეწყრილია (განსაკუთრებით კაკაბაურთან) მაგრამ მთლიანობაში ესესც ნორმალური გზაა.
13) ჭიათურა-გომი. ნუ-გომი-საჩხერე-ზესტაფონზე ახალს ვერაფერს ვიტყვი ალბათ. ერთადერთი რო გომთან ცოტა არ მისული 2 კვირის წინ ლატკები იყო ამოღებული. ახლა უკვე თითქმის სულ დალატკულია ერთი ხიდის შეკეთება მიდის და ცალმხრივია. გზა საკმაოდ თავისუფალი იყო.
14) გომი-თბილისი. სტანდარტული ავტობანი. ნატახტარის მერე ზომიერად გადატვირთული, თუმცა 90-ით სიარული გამოდიოდა. ალბათ ჯერ არ ჩამოვიდა ხალხი 19:00 იყო დრო.
სულ ესაა. დავდებ მერ მთელ რუკას გუგლზე და აქ დავლინკავ.