Accident
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 33131
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12
|
#50819308 · 22 Jun 2017, 15:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Chxikvia
QUOTE | ფაქტია დიდი სამუშაოა შესრულებული და ასეთი ფინალური აკორდი აკნინებს ცოტა. სხვა არაფერი.
|
შეიძლება, მაგრამ ჩემს თვალში, ნამდვილად არ აკნინებს, რადგან ყველაზე ნაკლებად, საზ. ტრანსპორტში ფერები და დიზაინი მაღელვებს.
TamCho23
QUOTE | ფაქტია რომ ამხელა მასშტაბური პროექტი განხორციელდა, და სამწუხაროდ მხოლოდ პროექტის კაფელ-მეტლახი ჩანს |
გააჩნია ვის რისი დანახვა უნდა. აქვთ ადამიანებს უფლება, მხოლოდ კაფელის ფერი აინტერესებდეთ, უბრალოდ მერე საკითხის ცოდნასა და ობიქტურობაზე, პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეთ. მეტრო სადგური რომ გაკეთდა, რომელიც 30 წელი შეჩერებული იყო და შეიძლება მეტი აღარ გაკეთდეს და მგზავრთაგამტარუნარიანობის, საზ. ტრანსპორტის მნიშვნელობის, ხარისხის, ადაპტირებულობის და მსგავსი თემები განხილვის ნაცვლად, ოცი გვერდია ხალხი ფერებზე ლაპარაკობს, ნათლად აჩვენებს ხომ, რა საზოგადოებაც გვაქვს.
rommel
QUOTE | გეთანხმებით პოზიტივია მაგ სადგურის გახსნა, არც იმ ხალხის მესმის ყველაფერზე რომ ვიშვიშებენ, მაგრამ მაგ კაფელის დიზაინში ფულია გადახდილი, ჩვენი ფული. გაეკეთებინათ სადა დიზაინი, რა საჭირო ეს ჭრელი აბანოს ელემენტები. ისე ცუდი არაა ხალხი რომ აპროტესტებს, იქნებ მომავალში გვეშველოს და ათასი სიმახინჯე არ შემოგვტენონ. |
აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს მაგ პროექტს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, იმ შეღებვაში რა დაიხარჯებოდა ისეთი, რომ 20 გვერდიან თემას იმსახურებს? ყოველწლიურად, ათეულობით მილიონობით ლარი მიდის პრემიებში და ერთი საღებავის ფულია სავიშვიშო? ეს უბრალოდ, ამ განყოფილებაში მპოსტავი ხალხის არაადეკვატურობაზე, პროფანობასა და ანგაჟირებულობაზე მეტყველებს, მეტ არაფერზე.
The Good არ გაუკეთებიათ. წესით საავარიო გასასვლელში უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთო. როგორ გამოიყურება ეგ საავარიო გასასვლელი და რატომ ვერ გამოიყენეს, არ ვიცი.
QUOTE (davita_1977 @ 22 Jun 2017, 09:52 ) | მეტრო ვს შემოვლითი რკინიგზა და ხიდი ვეფხვი და მოყმესთან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროექტი იყო!!!!!
ყოველთვის არსებობს არჩევანი ფული რაში დახარჯო და ამ ###ებმა ყველაზე არასწორ რაღაცაში დახარჯეს ფული!!!!!!!!!!!!!! ამასთან ყველამ იცის რომ მეტროთი დადის ის ნაწილი მოსახლეობისა ვისაც უჭირს და მათთვის მეტრო არაა მარტო გადასაადგილებელი საშვალება და ცოტა უფრო მეტი რამეა და მნიშვნელოვანია იყოს არა მარტო სუფთა არამედ უფრო მეტი ცოტა ფუფუნების საგანი და შესაბამისად ვიზუალზე უფრო მრტი უნდა დახარჯულიყო!!!!!!!!!!!!!!!!! |
ყველაფერი რაც გიწერია, არის არასწორი.
შენ ვისაც მხარს უჭერ, იმ პარტიას, მგონი აზროვნებაზე, ევროპელობასა და განვითარებულობაზე მოჰქონდა თავი, ხოდა.
1. ყველა ევროპული ქვეყანა, სწორედ მეტროების, ტრამვაის და სარკინიგზო ტრანსპორტში ხარჯავს მილიონებს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს შანსი, ქალაქში მანქანით გადაადგილება არ დასჭირდეთ და იაფად, სწრაფად და დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ, თან ისე, რომ ჯანმრთელბა და ეკოლოგია არ დაზარალეს.
2. შემოვლითი რკინიზა არის ყველაზე ### პროექტი, რაც კი არსებულა ამ ქალაქში, ჯერ ერთი იმიტომ რომ ყოველგვარი ეკონომიკური გათვლების გარეშე გაკეთდა და სახელმწიფოს ერთადერთ მომგებიან კომპანიას, ზარალში აგდებს. მეორე იმიტომ, რომ ეგეც ეწინააღმდეგება ევროპულ მიდგომას, სადაც გზების ნაცვლად სწორედ რკინიგზა გაჰყავთ და ქუჩებს საფეხმავლოებოდ აქცევენ, ჩვენ კი თურმე საპირისპიროდ უნდა მოვიქცეთ, რკინიგზა მოვაშოროთ ქალაქს და ტრასად ვაქციოთ. იშვიათი ##ობაა. მესამე კი იმიტომ, რომ ერთი დადებითი რაც ჰქონდა, სატვირთო გადაზიდვების ქალაქიდან მოშორება და საფრთხის აცილება, ეგეც კი ვერ გვარდება, პირიქით, მწვავდება და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე შეიძლება დადგეს ქალაქი, რადგან ის შემოვლითი, თბილისის წყალსაცავზე გადის.
3. იგივე ეხება მოყმეს ხიდს. ყველა განვითარებული ქალაქი, დამატებით ქუჩებს კი არა ამატებს, პირიქით, არსებულ ესტაკადებსაც ანგრევენ რომ მოთხოვნა მანქანებზე შეამცირონ, რადგან ქვეითების გადაადგილება გაცილებით იაფად, სწრაფად და ეკნომიურად შეიძლება და გაცილებით ნაკლებად ზიანდება მაცხოვრებლების ჯანმრთელობა და ეკოლოგია, ვიდრე გზების დამატებისას და მანქანების რაოდენობის ზრდისას. ეს არის 2x2. ყველა ნორმალური ქვეყანა, ამ ნააზრევს მიყვება და ჩვენი ამნაირი უკუღმართობის გამოა, პირველ ადგილზე რომ ვართ დაბინძურებით.
4. ის, რომ საზ. ტრანსპორტით გაჭირვებულები დადიან, არის წინა საუკუნის ყველაზე მეტად ჩამორჩენილი აზროვნების ნაჟური. გაჭირვებულები და ხამები სწორედაც რომ მანქანებით დადიან, რომლებიც ცოტა ფულს რომ მოიგდებენ, მაშინვე იქსპიატს ყიდულობენ და მერე გაზზე გადაჰყავთ, რადგან იმის ბენზინის ფულსაც კი ვერ იხდიან.
აი, ეგენი არიან სწორედ ყველაზე მეტად გაჭირვებულები, რადგან ფულის გარდა ტვინშიც უჭირთ. იმისაც ვერ ხვდებიან, რომ ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას, ეკოლოგიას და გადაადგილებას ართულებენ ქალაქში და ა.შ. ყველა ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში, სწორედ საზ. ტრანსპორტი ითვლება პოპულარულ და თანამედროვე გადასაადგილებელ საშუალებად
ხოლო, ლოგიკა რომ "გაჭირვებულებს" თურმე ფუფუნებით და მილიონ ლარიანი ნახატი ესაჭიროებათ კედლებზე, ეს რომ სისულელეა, წესით უკვე მიხვდებოდი.
This post has been edited by Accident on 22 Jun 2017, 15:26
|