„ურბანულმა ლაბორატორიამ“ 2017 წლის მაისში თბილისის მერიას და საკრებულოს წარუდგინა მეტროპოლიტენის სადგურ „თავისუფლების მოედნის“ მეორე ამოსასვლელის გახსნის ინიციატივა.
„თავისუფლების მოედნის“ მეორე ამოსასვლელის გახსნა ბარათაშვილის ქუჩის მიწისქვეშა ამოსასვლელში, რომლის სიახლოვესაც 30-ზე მეტი ავტობუსის და მიკროავტობუსის მარშრუტი გაივლის, ხელს შეუწყობდა მეტროპოლიტენის და მიწისზედა ტრანსპორტის ინტეგრაციას და წაახალისებდა მეტროპოლიტენის გამოყენებას.
ასევე, არსებული ამოსასვლელი გაზრდიდა მეტროპოლიტენის ქსელის დაფარვის ზონას: ის დაშორებულია იუსტიციის სახლიდან 300 მეტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მდებარეობს სავაჭრო ცენტრები და კულტურული ღირშესანიშნაობები. მათ სიახლოვეს მეტროპოლიტენის ამოსასვლელის გახსნა მოიზიდავს დამატებით მომხმარებლებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
აღნიშნული ამოსასვლელის გაყვანას აადვილებს ის ფაქტი, რომ სადგურ ,,თავისუფლების მოედანზე“ უკვე არსებობს სადგურის გამნაწილებელი დარბაზის ბოლოდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებითკენ. თავად ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი გათვალისწინებულია მეტროპოლიტენის მაღალ მგზავრნაკადზე და აღჭურვილია ოთხი ამოსასვლელით: ორი ბარათაშვილის ქუჩაზე (მათგან ერთი თავის მხრივ, იყოფა ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების მიმართულებით), თაბუკაშვილის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე მდებარე პარკში.
„ურბანული ლაბორატორიის“ მეტროპოლიტენთან დაკაშირებული რეკომენდაციების სრულ დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
https://issuu.com/tbilisiurbanlab/docs/tbil...rt_geo_02.05.17