
---------------------------------------------------------------
პროექტი ხატე მერთან ერთად
სასიამოვნო სიახლე თბილისის და არა მარტო თბილისის მოსახლეობისთვი.
ამუშავდა პროექტი "ხატე მერთან ერთად". პროექტი ევროპის განვითარების ფონდის და აწარმოე საქართველოში -ის ხელშეწყობით ხორციელდება. როგორც მერიაში აცხადებენ ხანგრძლივი მუშაობის და პროექტირების შემდე  უკვე დაიხატა ველოტრასა და ორმოცამდე საპირფარეშო. 
"საპირფარეშოების პრობლემა ძალზედ მტკივნეული იყო ჩვენი დედაქალაქისთვის -აცხადებს ბატონი  დ. ნარმანია.
მინდა სიხარულით მოგახსენოთ , რომ დღეს უკვე პირველ ტურისტს საშუალება მიეცა თავისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები თამამად და მშვიდად დაეკმაყოფილებინა"
აღსანიშნავია რომ პირველ ტურისტს თავად მერი ნარმანია მოემსახურა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება სავაჭრო ცენტრის, ორი კამეჩის და ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დახატვა.
ოპოზიცია ამ პროექტს უარყოფითად აფასებს და წინასაარჩევნო პოპულიზმს უწოდებს.