
“ეს არის უტროტუარო ავტობუსის გაჩერება ჭავჭავაძის გამზირზე. თავის დროზე ქუჩის ამ მონაკვეთში მდგომი შენობები კოდუების კლანმა იყიდა. ყოფილი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის წინ ათამდე დიდი ხე მოჭრეს (რის შედეგადაც მთლიანად დაირღვა გამზირის გამწვანების ერთგვაროვნება), აქ კიდევ ტროტუარი მიიტაცეს.
ავტობუსის გაჩერებაზე პარკინგის არსებობა ნიშნავს, რომ აქ მდებარე “სოლოს” ფილიალის და კიდევ რამდენიმე მაღაზია-ოფისის თანამშრომლების ინტერესები ქალაქისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ათასობით ადამიანის უსაფრთხოება და კომფორტი, ვინც ავტობუსებით სარგებლობს.გააუქმეთ პარკინგი, დაგვიბრუნეთ ტროტუარი”, -წერს ერთ -ერთი მოქალაქი სოციალურ ქსელში.
აქვე გთავაზობთ თბილისის მერის გუშინდელ განცხადებას მთავრობის სხდომაზე -„ჩემი თხოვნა იქნება, ჩართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც, რომელიც პარკირების მონიტორინგს ახორცხიელებს და ამ მიმართულებით რეგულაციები გავამკაცროთ. თუ გასაზრდელია ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება, პარლამენტი მზადაა, თუ კანონში გვინდა ცვლილებების შეტანა. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი”.