+1
ძალიან არ მომეწონა უსაფრთხოების ამბავში.
1) გზის პირას სწორი ზედაპირი რომაა ფერდთან, გაკეთებინათ ჩაღრმავება რომ წამოსული საშუალო ზომის ქვები იმაში ჩარჩენილიყო.
2) ბადე არის მხოლოდ 3-4 მეტრის სიგრძის რაც ჩემია ზრით პატარა კენჭების მეტს ვერაფერს შეაკავებს. ხო სხვათა შორის ბეთანიის მხარეს ეგ ბადე უკვე სავსეა ჩამონაყარით. (გახსნიდან 2 დღეში)
3) ამ ყველაფერთან ერთად პარკინგი დახაზეს, იმის მაგივრად მკაცრად აკერძლათ გაჩერება მაგ მონაკვეთზე.
4) შლაგბაუმი წყნეთის მხრიდნა კეტავს მხოლოდ სავალი ნაწილის ცალ მიმართულებას. ანუ თუ აუქცევ გვერდს არაფერი გაკავებს. ორივე მხარეს რომ შლაგბაუმი დაეყენებიათ, გამომსველლი მანქანები კი ჩაიკეტებოდა, მაგრამ მაგის მოგვარება მარტივად შეიძლება სენსორით. თუ ზევიდან უახლოვდება მანქანა გაიხსნას.
5) დიდი მეწყერიდან სამადლომდე კიდევ არაერთი მეწყერია სადაც პირდაპირ თითქლის ჰორიზონტალურად გაწოლილი ხეების ქვეშ გიწევს გავლა. ეგ ხეები მაინც უნდა მოეჭრათ.