ახლა კი დადის, მაგრამ საბოლოოდ რომ დასრულდება ბარჯისხევის ჩათვლით და შემდეგ გურჯაანიდან თელავამდე მონაკვეთები, ვიღა ივლის გომბორით, უდიდესი ნაწილი ახალი გზით წამოვა
ბარჯისხევის მონაკვეთი რთული იქნება, მარა თუ მოინდომეს ისე, როგორც ვაზიანი - საგარეჯოზე ქნეს, 2-3 წელში საგარეჯო - ჩალაუბანი და გურჯაანი - თელავის მონაკვეთების აშენება შესაძლებელია
ისე, 35 კმ-იანი მონაკვეთი გააკეთეს დაახლოებით 2 წელში და ბადიაური - ჩალაუბანი თითქმის ორჯერ ნაკლებია სიგრძეში, თან ბევრად მარტივი რელიეფია და იგივე კომპანია 1 წელშიც ააშენებს რო რამე. მადა ჭამაში მომივიდა
პ.ს: ძაან კარგია ორ ლოტად რომ იყოფა ბადიაური - ბაკურციხის მონაკვეთი (ჩალაუბნამდე და მის შემდეგ), რადგან მგონია, რომ პირველი ბევრად მალე დასრულდება და ბარჯისხევი უსაშველოდ გაიწელება
პ.პ.ს: ლაგოდეხის შემოვლითზეც მიდის აშკარად საუბარი (უფრო აქტიურად, ვიდრე გურჯაანი - თელავი) და ესეც ერთი შეხედვით მარტივი მონაკვეთი ჩანს, თან ორი ზოლი იქნება და არა ოთხი. უბრალოდ 35-40 კმ კი გამოვა და ალბათ ერთ ლოტად გაუშვებენ ამასაც
მოკლედ, მომდევნო წელს თუ დაიწყეს ბადიაური - ბაკურციხის და ლაგოდეხის შემოვლითის მშენებლობა, 2027 წლისთვის წესით უნდა დასრულდეს ბარჯისხევის გამოკლებით
This post has been edited by irakli_f1 on 5 Oct 2024, 22:38