ავტობანის მშენებლობა 2006 წლის 15 მარტს დაიწყო.
პირობითად ავტობანი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი დაპროექტების და ნაწილი მხოლოდ პერსპექტივაშია.
-
რუსთავი - წითელი ხიდი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 35 კმ. მიმდინარეობს პროექტირება):

-
ნატახტარი - თბილისის შემოვლითი გზა (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 55 კმ. მიმდინარეობს პროექტირება):

-
ნატახტარი - რუისი (დასრულებულია):

-
აგარა - ზემო ოსიაური (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. (დასრულებულია):

-
ზემო ოსიაური - ჩუმათელეთი (დაყოფილია ორ ლოტად. დაპროექტებულია. მშენებლობის ვადები აწ უკვე 2018-2020 წლები):
პირველ ლოტს ჩინური "სინოჰიდრო" ააშენებს, ხოლო მეორეს იტალიური „ASTALDI S.P.A”.

-
ჩუმათელეთი - არგვეთა (იგივე რიკოთის უღელტეხილი, ყველაზე რთული მონაკვეთი. დაყოფილია 4 ლოტად:
ჩუმათელეთი-ხევი 11კმ. ხევი-უბისა 15 კმ. უბისა-შორაპანი 10 კმ. შორაპანი-არგვეთა 16 კმ.)
მშნებელობის ვადებზე არაფერს დავწერ, აზრი არ აქვს.

-
ზესტაფონი - ქუთაისის შემოვლითი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 15.2 კმ. დასრულებულია).

-
ქუთაისის შემოვლითი - სამტრედია (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 42 კმ. დასრულებულია):

-
სამტრედია - გრიგოლეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 52 კმ. დაყოფილია 4 ლოტად:
I ლოტის მშენებლობას ახორციელებდა უკრაინული კომპანია "ალტკომი". ფინანსური პრობლემების გამო ეს კომპანია გავიდა და ახლა ტენდერია გამოცხადებული დარჩენილი სამუშაოების შესრულებაზე - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ. სამუშაოები 2017 წელს უნდა დასრულებულიყო.
II ლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "სინოჰიდრო" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 18.5 კმ. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.
III ლოტის მშენებლობას განახორციელებს კომპანია "ტოდინი" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ.
IV ლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "China Railway 23rd" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.):

-
გრიგოლეთი - ფოთი (დასაპროექტებელია).
-
გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი E70 (დასაპროექტებელია):

-
ქობულეთის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. დაყოფილია 2 ლოტად:
ლოტი 1 - ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულება 12,4 კმ და ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებული მიმართულება 2,3 კმ - სულ 13,7 კმ.
ლოტი 2 - ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12-კმ31 მონაკვეთი - 18.9 კმ.
I ლოტი დასრულებულია. მეორე ლოტი დასრულდება 2018 წლის მაისში, თუ კიდევ არ გადაიწია თარიღმა.):

-
ბათუმის შემოვლითი გზა - სარფი E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. გამოცხადებულია სამშენებლო სამუშაოების ტენდერი პირველ ლოტზე, ბათუმის შემოვლითი - 14 კმ. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.)
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1477482075 :

ამჟამად რეალურად დასრულებული მონაკვეთები:

-

-

მთლიანი რუკა:

მეტი ინფორმაცია:
http://georoad.ge/ ამჟამინდელმა მთავრობამ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში დიდი ადგილი დაუთმო ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტს, რომლის უდიდესი წილი სწორედ ავტობანზე და მისი შენაკადი მაგისტრალებისა და გზების მშენებლობაზე მოდის. გეგმის მიხედვით ეს გრანდიოზული პროექტები (რიკოთის ჩათვლით) 2020 წლისათვის მთლიანად უნდა დასრულდეს (ჩასწორება: ვადამ 2022 წლამდე გადაიწია და სავარაუდოდ კიდევ უფრო გადაიწევს). უფრო დეტალურად:
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=57765მეტი ინფორმაცია მიმდინარე პროექტების ვადებზე:
http://www.georoad.ge/uploads/files/infras...7-2020.18.4.pdfწინა თემების ბმულები:
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IVავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Vავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIIავტობანი - ნაწილი 8ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეწინა თემის ტოპ მპოსტავები:
ZEUS 281
anri777 125
ნიკა 122
Tocadero 117
nforumi 83
donmixo777 68
rommel 60
ikaraul 50
GEORGEXIII 37
mrpitkina 35
This post has been edited by ZEUS on 4 Mar 2018, 20:38