შაბათს დილით გავედი დასავლეთისკენ და ვერ შევნიშნე მაგ ხიდზე რამე სამუშაო რომ ხდებოდა. ამ დროს უკვე შაბათს (22-ში) საღამოს იყო დაწყებული ეს სამუშაოები და ხალხი მცხეთით შემოვიდა ქალაქში. ეს კი ინფორმაცია საგზაოს საიტიდან. ჯერ რა წერია ის გააანალიზეთ და მერე საათსაც დახედეთ.

ანუ რა დონის დებილები (ძალიან რბილად ვთქვი) არიან. საქართელოში ყველაზე დატვირთული ხიდი იკეტება (თუ ვცდები მითხარით რომელი ხიდია უფრო დატვირთული) და ტიპები მხოლოდ შაბათს უკვე საცობები რომ იყო მაშინ დაწერეს ეს მწირი ინფო, ეტყობა ვიღაცამ შეაწუხა რა ხდება ხალხი გონზე არააო და დადეს ეს უაზრო ინფო, სადაც არც მოძრაობის ალტერნატიული სქემა წერია, არც რომელი მხარის ხიდია დაკეტილი და ერთადერთი მეტ ნაკლებად ბუნდოვნად გასაგებია რომ 10-12 დღეში მორჩება სამუშაოები

მე სრულიად შემთხვევით გავიგე, ვანში ვიყვი სადღაც 19:00-ზე როცა რუსმა მეგობარმა დამირეკა საშნელი საცობია და ხო არ იცი რა ხდებაო. ამას გაუმართლა რომ მცეთაში მოახერხა შეღწევა რაღაცნაირად და იქ კაფეში გაჩერდნენ და დაელოდნენ სანამ მოძრაობა არ დაიწყეს მანქანებმა მეტ-ნაკლებად. ჩვენ 3 მანქანით ვიყავით და ერთ ერთი ადრე წავიდა. სადღაც ხასურსი ვიყავით როცა ამან დაგვირეკა რომ იგოეთთან დაკეტესო ავტობანი და კასპით გვიშვებენო და სრული საშინელებააო. კავთისხევამდე ალბათ 1 საათი იარა ამან მინიმუმ. ამასობაში ჩვენ გორის სოკარამდე გავედით და იქ გავჩერდით. ეს ჩვენიანი სულ ხაზზე იყო და გვიტხრა რომ კავტისხევიდან ძეგვამდე მეტ ნაკლებად ვიარეთო ასე 20-30 კმ/სთ-თი. მარა ბენზინი მითავდებაო და დიდგორის გზაზე ვერ გავბედეო გადახვევა. მერე უკვე ძეგვში გაიჭედა და დაგვირეკა დროზე დაგაზეთო დოდგორის ასახვევამდე სანამ ჩაიხერგებაო გზა. გუგლზე დავხედე და იგოეთთან გაუხსნიათ ავტობანი. ხოდა წავედით გორიდან მცხეთისკენ და ნიჩბისიდან ავუხვიეთ დიდგორზე. გზაში 1-2 მანქანა თუ დავინახეთ საერთოდ.
საბოლოოდ რო მეგონა 11-ზე ვიქნებოდი სახლში 2-ზე გავაღე კარები

კუს ტბის ასახვევიდან დავურეკე იმ მესამე მანქანას და აი ახლა გავაღწიეთო მცხეთიდანო. მანამდე კაი ხნიტ ადრე დამირეკა იმ რუსმა მეგობარმა და მცხეთაში მოძრაობა შეინიშნებაო და წავალთო ჩვენცო. მე როგორც მივხვდი პატრულმა ჩაკეტა ძეგვის მხრიდან მცხეთისკენ გზა და მთელი დასავლეთის ნაკადი მცხეთით გაატარეს? ზუსტად ვერც მივხვდი. იმ ხიდზე ამბობენ ერთი ზოლი გახსნილი დარჩაო. ან გახსნეს რო ნახეს რა საშინელებები ხდებოდა.
პ.ს. დიდგორის გზა ნახევარი ასფალტია უკვე. ნიჩბისის მხარეს ასე 11 კმ და მანგლისის მხარეს 4-5 კმ. თუ ტემპი შეინარჩუნეს თოვლის მოსვლამდე უნდა მოასწრონ სრულად დაგება და დარჩება მერე ჯებირები სანიაღვრეები და ზოლების დახაზვა.
This post has been edited by ნიკა on 24 Sep 2018, 10:32