წინა თემები:
თბილისის ავტობუსები - I ნაწილითბილისის ავტობუსები - II ნაწილითბილისის ავტობუსები - III ნაწილითბილისის ავტობუსები - IV ნაწილითბილისის ავტობუსები - V ნაწილითბილისის ავტობუსები - VI ნაწილიინფორმაცია:
ოფიციალური ვებ-გვერდი
http://transit.ttc.com.ge/სასარგებლო ბმულები:
ავტობუსები რეალურ დროში (online), ტაბლოს მონაცემები, მარშრუტების სია, მგზავრობის დაგეგმვა და ა.შ.
http://transit.ttc.com.ge/?page=scheduleსამგზავრო ტარიფი, ფასდაკლებები და შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=54ჯარიმის გადახდა ინტერნეტით
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40ცნობები:
თბილისის ავტობუსების სისტემის განახლება (თავიდან გაკეთება) 2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა. შემდე პირველი მცირე რაოდენობა უკრაინული Bogdan A092 ჩამოვიდა. 2006 წელს ჰოლანდიური ავტობუსების მეორე პარტია მიიღო მერიამ.



2007 მერიამ გამოაცხადა ტენდერი 510 ახალი ავტობუსის შეძენაზე (360 პატარა 150 დიდი). ტენდერში კორპორაცია ბოგდანმა გაიმარჯვა და თბილისის მერიას 360 Bogdan A092 და 150 Bogdan A144.5 მიაწოდა.


2010 წელს თბილსში 6 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ DAF-ების ერა დასრულდა. უმრავლესობა ჩამოიწერა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადასცეს.
მანამდეც ჩამოიწერა გარკვეული რაოდენობა, ზოგი დაიწვა ზოგს ავარია მოუვიდა და ა.შ. ასევე მოხდა მაშრუტების დიდი ნაწილის შემოკლება, ასევე რამდენიმე მაშრუტი გაუქმდა.
2011 წლის სიახლე არის გაჩერებებზე ტაბლოების დამონტაჟება. სულ მთელ თბილისში ასეთი 450 ტაბლო დამონტაჟდება.

ყველა ავტობუსი აღჭურვილია GPS სისტემებით, რომელიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც ამუშავებს მას და იმის მიხედვით როგორია მარშრუტი საშუალო მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით, ითვლის დროს, როცა ავტობუსი გაჩერებას მიაღწევს
დროის განსაზღვრა ხდება ავტობუსის მიერ გადაცემული ინფორმაცის მიხედვით–სად იმყოფება იმ მომენტში დ რამდენი მანძილი დარჩა გასავლელი. დავუშვათ, მოცემული ინფორმაციით ავტობუსი ერთ–ერთ გაჩერებაზე უნდა მივიდეს 15 წუთში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქში 90–წამიანი შუქნიშნები გვაქვს, რომელიც ადვილი შესაძლებელია დაკეტილი დახვდეს ავტობუსს, ის უკვე ვეღარ შეძლებს ზუსტად 15 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლას. თუმცა ჩვენი გამოცდილებით ავტობუსის მოძრაობის საშუალო სიჩქარე ზოგადად ემთხვევა ნაკადის საშუალო სიჩქარეს და ძალიან დიდი ცდომილება, რაც ადამიანების სერიოზულ უკმაყოფილებს გამოიწვევდა, ჯერჯერობით არ მიგვიღია.
რაც შეეხება ხარვეზებს, ეს უფრო ადრე იყო, როცა საცდელი 20 ტაბლო გავუშვით. ბევრი რამის შეცვლა და გათვალისწინება მოგვიწია, რასაც მანამდე საჭიროდ არ ვთვლიდით. მაგალითად, ავტობუსი საწყისი პუნქტიდან გასვლას აგვიანებს, შესაბამისად შუალედურ გაჩერებაზე მისვლის დრო იცვლება; ან ქალაქში საცობია, რაც მოძრაობას აფერხებს. ამგვარი შემთხვევებისთვის საჭირო გახდა ალგორითმების შექმნა, რომელიც მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალს იძლევა.
http://www.navigator.ge/ArticleView.aspx?Id=11062012 წელს დაინერგა SMS სერვისი, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიგონ მარშრუტის მოსვლის ფაქტიური დრო ნებისმიერ გაჩერებაზე (მათ შორის სადაც ტაბლო არ არის დამონტაჟებული). სერვისი კომფორტულია იმ კუთხითაც, რომ გაჩერების ნომრის ცოდნის შემთხვევაში, მოსვლის დროის გაგება შეიძლება გაჩერებაზე მისვლამდეც, სახლიდან გაუსვლელად.
ასევე შეიქმნა სატრანსპორტო აპლიკაციია მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას
მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან:
მგზავრობის დაგეგმვა, ავტობუსი რეალურ დროში, ინფორმაცია გაჩერებების შესახებ, მარშრუტების მოსვლის დრო
რეალურ დროში, განრიგები და ა.შ.
ასევე მოხდა თბილისის ავტობუსის მარშრუტების, გაჩერებების და განრიგების ინფორმაციის ინტეგრაცია
Google-ს სისტემაში (Google Transit), რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის დაგეგმვა, მარშუტების და
გაჩერებების შესახებ ინფორმაციის მიღება Google-ს რუკაზე (Google Map).
2013 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერიამ დედაქალაქში ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ ტენდერის შედეგები გააუქმეს. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებმა ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური დოკუმენტაცია და გამოეთიშნენ. საპასუხოდ მათ გაასაჩივრეს შედეგები. საბოლოოდ მერიამ, საკრებულოს ზეწოლით გააუქმა ტენდერი.
2015 წელს EBRD-მა გამოაცხადა ახალი ტენდერი 143 ავტობუსის შესაძენად: 12 მეტრიანი, 100% დაბალ იატაკიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავით. ტენდერი დასრულდა 2016 წელს და გაიმარჯვა MAN Truck & Bus AG. 2017 წელს MAN Truck & Bus AG თბილისს აჩუქა კიდევ ერთი ავტობუსი. შესაბამისად მანის ავტობუსების რაოდენობა შეადგენს 144.

2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მეორადი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი.

2017 წელს გაიხსნა ახალი ავტობაზა დიდ დიღომში, სადაც გადავიდა მე-2 ავტობაზა ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან. ავტობაზა გათვლილია 377 ავტობუსზე:
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&se...35&info_id=30972018 წელს თბილისის ბიუჯეტის სახსრებით იგეგმება 100 ავტობუსის შეძენა.
This post has been edited by vatman on 20 Mar 2018, 14:50
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги