ერთი ძალიან კარგი რამე თქვა - სრულიად არასაჭიროა კონკრეტულად ოფისებში მუშაობა უამრავი სხვადასხვა საქმის შესასრულებლად. სახელმწიფო სამსახურები და ბიზნესები აძალებენ ადამიანებს მივიდნენ რაღაც ოთახებში სამუშაოდ, როცა მათ ეს ძალიან კარგად შეუძლიათ სახლიდან. უბრალოდ მათ არ იციან როგორ აკონტროლონ შესრულებული სამუშაო კარგად და ჰგონიათ, რომ ტიპს უნდა უყურო ოფისში როგორ მუშაობს
იგივე ეხება სწავლასაც - სრულიად არასაჭიროა სტუდენტების მისვლა რაღაც აუდიტორიებში ლექციის მოსასმენად.
სკოლას რაც შეეხება, მანდ ბავშვები სოციალიზაციასაც სწავლობენ და ამიტომ სკოლა უნდა იყოს ფიზიკური სახით, მაგრამ ყველა მშობლეს ინდივიდუალურად რომ მიყავს თავის ბავშვი მანქანით, ეს სრული შტერობაა და იტანჯებიან თვითონაც. ვერ ხვდება ხალხი, რომ სკოლის ავტობუსის დაორგანიზება და გადახდა ყველას შვებას მისცემდა - ბავშვსაც, მშობელსაც და ტრეფიკსაც.